ქალი, რომელიც ბავშვების დასახმარებლად ცეცხლს შეუვარდა, ძლივს გადაურჩა სიკვდილს. აი, რა მოხდა 8 თვის შემდეგ...

ქალი, რომელიც ბავშვების დასახმარებლად ცეცხლს შეუვარდა, ძლივს გადაურჩა სიკვდილს. აი, რა მოხდა 8 თვის შემდეგ...
33 წლის ენჯელ ფიორინი უზომოდ ბედნიერი იყო. იგი ცხოვრობდა მამაკაცთან, რომელიც ბავშვობიდან უყვარდა და ისინი ერთად სამ შვილს ზრდიდნენ. თუმცა, ერთი წლის წინ ენჯელის ზღაპარი კინაღამ კოშმარად იქცა. მათ სახლში გაჩნდა ხანძარი, რომელმაც კინაღამ იმქვეყნად გაისტუმრა ქალი და ბავშვები.

შემდგომმა გამოძიებამ დაადგინა: რომ არა ენჯის სიმტკიცე, მისი შეყვარებული დილით სახლში 4 ცხედარს აღმოაჩენდა. საბედნიეროდ, მამაცმა დედამ ბავშვებიც გადაარჩინა და საკუთარი თავიც. მაგრამ ენჯელის ისტორია ამით მხოლოდ იწყება...



აარონი იმ საღამოს სახლში არ იყო. იგი მეგობრებთან შესახვედრად წავიდა. ენჯელმა საღამო ბავშვებთან ერთად გაატარა და შემდეგ დასაძინებლად დააწვინა ისინი. შუა ღამით ქალი ხველამ გააღვიძა.

ცეცხლი მთელ სახლში გიზგიზებდა. ჰაერში საშინელი კვამლი იდგა. ქალი არ დაიბნა. მაშინვე გაეშურა უმცროსების გადასარჩენად.



3 წლის ვინი და თოთო როზალი ადვილად გამოიყვანა სახლიდან. მაგრამ შიგნით უფროსი გოგონა ჯოანა რჩებოდა. ენჯელი შევარდა, აიყვანა ბავშვი, ქალი საკუთარი სხეულით იცავდა მას ცეცხლისგან. დედამ შეძლო მისი უვნებლად გამოყვანა.

ქალი იხსენებს, როგორ დატოვა კანის დაფლეთები გავარვარებულ კარის სახელურზე, როდესაც გადააბრუნა ის. გონწასულ ქალს ზღურბლზე მიუსწრო მეზობელმა, გადამდგარმა მეხანძრემ.



ვინი და როზალი ფაქტიურად არ დაშავებულან, ხოლო ჯოანა და ენჯელი საავადმყოფოში მოათავსეს. გოგონა მალე გამოჯანმრთელდა. ექიმების თქმით, ძირითადი დარტყმა ქალმა აიღო საკუთარ თავზე, რითაც ჯოანას ძალიან გაუმართლა. ენჯელის გამოჯანმრთელების პროცესი კი საკმაოდ რთულად მიმდინარეობდა.

ბაქტერიულმა პნევმონიამ ფილტვის თრომბოემბოლიასთან ერთად კინაღამ შეიწირა ქალის სიცოცხლე. მოგვიანებით ენჯელმა კანის გადანერგვის რამდენიმე რთული ოპერაციაც გადაიტანა.



აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ქალი დახმარებისა და მხარში დგომის გარეშე ერთი წამით არ დარჩენილა. აარონი დღე და ღამე მორიგეობდა მის საწოლთან. ხოლო მეგობრები და ახლობლები დროდადრო მოდიოდნენ სანახავად.

თავისი თავგანწირული საქციელის გამო ენჯელი ადგილობრივ გმირად იქცა. ქალაქის საზოგადოებამ ააგროვა ფული ფიორინების ახალი სახლისთვის. ხოლო მისი გმირობით აღტაცებულმა ხალხმა, მთელი ქვეყნიდან, ერთობლივად გადაფარა მკურნალობის ხარჯები.



ტრაგედიიდან 8 თვის შემდეგ კი, აარონმა გადაწყვიტა გამოჯანმრთელებული ენჯელისთვის ნამდვილი დღესასწაული ეჩუქებინა. შეყვარებულები ერთად უკვე 15 წელი ცხოვრობდნენ, ხოლო ტრაგედიის შემდეგ კი გადაწყვიტეს ჯვარი დაეწერათ. მათი ქორწილი იქცა მოვლენად, რასაც მთელი ქალაქი ზეიმობდა.



როგორც ხედავთ, ბედნიერი დასასრული მარტო ზღაპრებს არ აქვს. ცხოვრებაშიც ხდება სასწაულები. აარონისა და ენჯელის ისტორია ამის ნათელი დადასტურებაა!