მშობლებმა ბავშვი დასაძინებლად დააწვინეს და მშვიდად გავიდნენ. 5 წუთის შემდეგ საძინებლიდან უცნაური ჩურჩული შემოესმათ.

მშობლებმა ბავშვი დასაძინებლად დააწვინეს და მშვიდად გავიდნენ. 5 წუთის შემდეგ საძინებლიდან უცნაური ჩურჩული შემოესმათ.
უიტების ოჯახში ჩვეულებრივი კვირა საღამო იყო. მშობლებმა პატარა სატონი დასაძინებლად დააწვინეს და თავად ჩამოვიდნენ ქვემოთ ფეხბურთის მატჩის საყურებლად. მალევე მათ ბავშვის ოთახიდან უცნაური ჩურჩული მოესმათ.

გოგონას ოთახში სათვალთვალო კამერა იყო დამონტაჟებული და კეტრინმა მობილურის ეკრანზე გამოიტანა მისი მაჩვენებლები. გადაამოწმა ჩანაწერი და აღმოჩნდა, რომ ბავშვს ყველაფერი რიგზე ჰქონდა. ძილად მიმავალი გოგონა უბრალოდ ლოცვას კითხულობდა.



უიტებს წესად ჰქონდათ ძილის წინ ლოცვა. დაწოლისას მშობლები ყოველთვის იცავდნენ ამ ტრადიციას. თუმცა, იმ საღამოს უგულვებელყვეს იგი, რადგან ეჩქარებოდათ. ისინი საერთოდ არ მოელოდნენ, რომ 2 წლის სატონს სიტყვები ემახსოვრებოდა და ზეპირად იტყოდა ლოცვას.



დედის დელეფონში ლოცვის სრული ჩანაწეერი ვერ მოხვდა. ბავშმა საოცრად გასაგები ენით, მშვიდად ილოცა უამრავი ადამიანის კეთილდღეობისთვის, რამდენიმეჯერ მოიხსენია სიაში დედ-მამა, არ დაავიწყდა ბებიაც, გაიხსენა სანტაც და ლოცვა მჟღერი "ამინ"-ით დაასრულა.



ნანახით გაოცებულმა კეტრინმა გადაწყვიტა გაეზიარებინა ვიდეო სოციალურ ქსელში. ფიქრობდა, რომ ნათესავები და მეგობრები ნახავდნენ მხოლოდ. მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ, ვიდეო გავრცელდა მთელ ინტერნეტ სივრცეში. მას რამდენიმე მილიონი ნახვა ჰქონდა.



მაყურებელთა უმრავლესობა თანხმდება: მშობლებს საოცრად გაუმართლათ, რომ გახდნენ მოწმენი ასეთი ამაღელვებელი მომენტის. როდესაც უაიტებს ჰკითხეს, რა გზავნილს ხედავენ ამ ვიდოეში, მათ უპასუხეს: "ყველა ადამიანს გააჩნია ცხოვრებაში ის, რისთვისაც შეიძლება იყოს მადლიერი. საჭიროა უბრალოდ ყველაფერში დავინახოთ რაღაც კარგი."



გოგონა ფიქრობს გარშემომყოფ ადამიანებზე და სიკეთეს უსურვებს ყველას. განა ეს ცუდია?