რა უნდა გავაკეთოთ ჭორტანას რომ ლამაზი ფორმა ჰქონდეს - როგორ მოვუაროთ მცენარეს სახლის პირობებში 

ბევრი მცენარისგან განსხვავებით ჭორტანას ძალიან უყვარს სინათლე, საკმაოდ კარგად იტანს ტემპერატურის ცვლილებას, არ რეაგირებს სიცივეზე ან სიცხეზე. 

წყალი ზომიერად მიაწოდეთ, არც ზედმეტად მორწყათ და არც ნიადაგი გამოაშროთ. ზამთარში, ზაფხულის პერიოდთან შედარებით, ჭორტანა უფრო ხშირად უნდა მორწყათ.

სახლის პირობებში მცენარის კარგად გამოკვება არ დაგავიწყდეთ. ზაფხულში 2 კვირაში ერთხელ, ხოლო ზამთარში თვეში ერთხელ. ასე მცენარე კარგად გაიზრდება და განვითარდება.
 
უმჯობესია თუ ჭორტანას ყოველ წელს, გაზაფხულზე გადანერგავთ. ნიადაგი უნდა შედგებოდეს ქვიშისა და მიწის ნარევისგან, თანაბარი პროპორციით.  არ დაგავიწყდეთ ქოთნის სიღრმეში სადრენაჟე დიდი ქვების ჩადება. 


რა უნდა გავაკეთოთ ჭორტანას რომ ლამაზი ფორმა ჰქონდეს - როგორ მოვუაროთ მცენარეს სახლის პირობებში 


ამ მცენარის გასამრავლებლად იყენებენ კალმებს, რომელსაც გაზაფხულის შუა პერიოდში ყვავილობის დროს აცლიან. 

ჭორტანას რომ ლამაზი ფორმა ჰქონდეს, ხშირად გაკრიჭეთ. უმჯობესია თუ დიდი ზომის ყლორტებს მოაჭრით. გადაჭრილი ყლორტები მცენარის გამრავლებისთვის გამოგადგებათ.

თუ ჭორტანას მწვანე ფოთლები აქვს, უმჯობესია ნოყიერი მიწა აირჩიოთ, ხოლო ნაირფერი ფოთლების მქონე ჭორტანასთვის ქვიშიანი სუბსტრატი გამოიყენეთ.

თქვენი ჭორტანა უფრო დიდი და პომპეზური რომ გამოჩნდეს, ქოთანში რამდენიმე კალამი ერთდროულად ჩარგეთ. 

თუ ჰაერის ტემპერატურა მაღალია ჭორტანა დღეში 3-ჯერ უნდა მორწყათ. 

სახლის პირობებში ნიადაგის განაყოფირება შეგიძლიათ მცენარის აქტიური ზრდის დროს აპრილი - აგვისტოს პერიოდში 14 დღეში 2-ჯერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც მინერალური, ასევე ორგანული სასუქები. თუ სხვადასხვა ფერის ფოთლოვანი ჭორტანა გაქვთ უმჯობესია ორგანული სასუქის გამოყენებისგან თავი შეიკავოთ. 

ჭორტანა სახლის პირობებში




სახლის პირობებში ჭორტანას გადანერგვა წელიწადში ერთხელ ხდება, ხოლო მოზრდილი ჭორტანას შემთხვევაში 3 წელიწადში ერთხელ. გადანერგვის დროს გამოიყენეთ სადრენაჟო, ქვიშის, ტურფის და ჰუმუსის ნარევი. გადანერგვამდე კალამი წყალში გააჩერეთ, რომ ფესვი გამოიღოს. 

მიუხედავად იმისა, რომ ჭორტანა სიცივესაც და სითბოსაც კარგად იტანს, მცენარე სახლის პირობებში ხშირად ავადდება. ხშირად უჩნდებათ ფრთათეთრა ან ჩრჩილი. ჭარბი მორწყვის შემთხვევაში ფესვები ლპება. ნაკლები მორწყვისა და შუქის დეფიციტის გამო ჭორტანას მცირე ფოთლები ექნება. 

თუ ჭორტანას რეგულარულად არ მორწყავთ, მისი ფოთლები ყვითელი გახდება. ზედმეტად მშრალი ტემპერატურის პირობებში კი გამოშრება. ამ პრობლემების თავიდან აცილება შესაძლებელია თუ დროულად და რეგულარულად მორწყავთ. ოპტიმალური ტემპერატურა სახლის პირობებში 15-დან 25 გრადუსამდეა.