გათავისუფლდით შარდმჟავას, ქოლესტერინისა და მომატებული შაქრისგან; ასევე შეიმცირეთ წელის გარშემოწერილობა მხოლოდ 2 ინგრედიენტის დახმარებით

იდეალური სასმელი, რომელიც წვავს კალორიებს, აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას! იგი გაგაოცებთ თავისი შესაძლებლობებით.

ეს საშუალება ებრძვის მჟავიანობას, გაზებისა და ჭარბი შარდმჟავას წარმოქმნას, სითხის შეკავებას.

მას გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, დეტოქსიკაციური და საჭმლის მომნელებელი თვისებები, ააქტიურებს გამწმენდ პროცესებს და ხელს უწყობს წონაში დაკლებას.

ეს გახლავთ დარიჩინისა და დაფნის ნაზავი. მათი საშუალებით მზადდება იდეალური გასახდომი სასმელი.

დარიჩინი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სანელებელია. იგი განთქმულია თავისი საოცარი არომატით. ახლახანს მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ მისი რეგულარური მოხმარება გვეხმარება წონაში დაკლებაში. დარიჩინს გააჩნია ნაერთები, რომლებიც აფერხებს ცხიმების დაგროვების პროცესს, განსაკუთრებით მუცლის ღრუს ტერიტორიაზე.

ამასთან იგი 29%-ით ამცირებს სისხლში შაქრის ოდენობას. დარიჩინი ქიმიურ რეაქციაში შედის კუჭთან, რაც აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას.

ამ უპირატესობების გარდა, დარიჩინი ასევე სასარგებლოა, რადგან იგი გვეხმარება სისხლში შაქრის დონის დარეგულირებაში. ეს სანელებელი მდიდარია მინერალებითა და ატნიოქსიდანტური ნაერთებით, გააჩნია ანტიბაქტერიული და სოკოს საწინააღმდეგო თვისებები.

გვეხმარება სისხლში ქოლესტერინის დონის გაკონტროლებაში, მეტაბოლიზმის დაჩქარებაში, აქვს დამამშვიდებელი ეფექტი, აქრობს სხვადასხვა სახის ტკივილს.

დაფნის ფოთოლი შეიცავს ორ აქტიურ ნაერთს: კინეოლი და ევგენოლი. ისინი ასტიმულირებენ საჭმლის მონელებას, აქრობენ კუჭის ტკივილსა და მჟავიანობას.

მას გააჩნია შარდმდენი თვისება, აუმჯობესებს თირკმელების ფუნქციონირებას. ასევე ხელს უწყობს ჯანმრთელობისთვის მავნე ტოქსინების გამოდევნას.

დაფნის ფოთოლს ასევე აქვს ანტისეპტიკური, ბაქტერიოციდული, ორგანიზმის გამწმენდი, ანთების საწინააღმდეგო ეფექტი. დაფნის ფოთლის ნაყენის რეგულარული მიღებით ორგანიზმიდან გამოდევნით მავნე ტოქსინებს.

ეს ბუნებრივი საშუალება დღითიდღე სულ უფრო პოპულარული ხდება.

ინგრედიენტები

  • 1 ლ წყალი
  • დარიჩინის 2 ჩხირი ან 1 ჩ/კ ფხვნილი
  • 10 ცალი დაფნის ფოთოლი


ჩაყარეთ ინგრედიენტები ადუღებულ წყალში, ხარშეთ დაბალ ცეცხლზე 5 წუთის განმავლობაში. შემდეგ გააგრილეთ 10 წუთის მანძილზე და გადაწურეთ. თავიდან 1 ფინჯანი ნაყენი მიიღეთ ყოველ დილით. შემდგომ შეგიძლიათ დღეში 2-ჯერ მიირთვათ. თქვენ მალევე დაიკლებთ 2-3 კგ-ს.

წელის გარშემოწერილობა საგრძნობლად შეგიმცირდებათ, ვინაიდან ამ საშუალებას აქვს ძლიერი ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. იგი აქრობს სხვადასხვა ფაქტორებით გამოწვეულ ანთებით პროცესებს კუჭში.

დარიჩინი შეიცავს ქიმიურ ელემენტ კუმარინს, რაც შეიძლება ტოქსიკური იყოს მისი ჭარბი რაოდენობით მიღების შემთხვევაში. შესაბამისად, სასურველია არ გაზარდოთ დოზა.

ნაყენი არაა რეკომენდებული ორსულობისა და ანტიბიოტიკების მოხმარების პერიოდში, ასევე მათთვის, ვისაც აწუხებს კუჭის წყლული, გასტრიტი.