მწარე წიწაკის დეკორატიული ფუნქცია და მისი სარგებელი

მწარე წიწაკის დეკორატიული ფუნქცია და მისი სარგებელი
მწარე ოთახის წიწაკა არსებობს ორი სახის: ვიეტნამური და ასკანური. ვიეტნამური წიწაკის ნაყოფი ჰგავს სანთელს, ხოლო ასკანურის ხილს. ღია ცის ქვეშ გაზრდილი წიწაკა არ არის იმდენად მწარე, როგორიც სახლის პირობებში გაზრდილი. ამიტომ მებაღეები და აგარაკის მფლობელები არ ამბობენ უარს ოთახის წიწაკაზე.

მრავალი სახეობის წიწაკა, რომელიც ღია ცის ქვეშ იზრდება შეიძლება ქოთანშიც დავრგოთ და რაფაზე მოვათავსოთ. მაგრამ წიწაკის ყველა ჯიში ამისთვის არ გამოდგება. სახლის პირობებისთვის გამოდგება წიწაკის ჯიში- ალდინი, რომლის ნაყოფი მაგარი, მკვრივი და დიდი ზომისაა.

სახლის პირობებში მწარე წიწაკის ნაყოფი 5 სმ-ია. მართალია გარეთ დარგული წიწაკა მარტივად ეგუება ოთახის პირობებს, მაგრამ პირიქით არ ხდება. ოთახში დარგული წიწაკის გადარგვა ბაღში ან სხვა ღია სივრცეში რეკომენდირებული არ არის.

საქმე იმაშია, რომ გარეთ დარგულ წიწაკას წყვეტენ ყვავები. იმის გამო, რომ ნაყოფი დიდი ზომისაა ვერ ყლაპავენ და ყრიან ძირს. ოთახის ჯიშებს ჩიტები ადვილად წყვეტენ და ყლაპავენ, ამიტომ ასახეკიც არაფერია.

სახლის პირობებში წიწაკის დარგვა და გახარება საერთოდ არ არის ძნელი. საჭიროა მოვჭრათ მთავარი ღერო, როდესაც ის მიაღწევს 15 სმ-ს. რაც უფრო მეტად დაიტოტება ღერო, მით მეტ ნაყოფს მოიბამს. მთავარია არ დაგვავიწყდეს მისი დროულად მორწყვ. თუ მას წყალი ან სინათლე არ ეყო ის დაკარგავს ყვავილებს და არც ნაყოფს მოგცემთ. 2-3 ჯერ კვირაში აუცილებლად გამოიყენეთ სასუქიც.

ნაყოფირებას კიდევ უფრო მეტრად გაზრდის ხელოვნური დამტვერვა. აიღეთ ბამბიანი ჩხირი და ფრთხილად შეეხეთ მცენარის ყვავილს.

ოთახის წიწაკის რამდენიმე სახეობა არსებობს, ესენია:

კალმარი. თხელი წიწაკა დიდი 6 სანტიმეტრიანი ყვითელი ან წითელი ნაყოფით.

კარმენი. ზემოთ მიმართული წითელი 4 სანტიმეტრიანი ნაყოფი აქვს, არის საშუალო ზომის.

ცეცხლოვანი ქალწული. საშუალო ზომის, ნაყოფი 4,5-დან 5 სანტიმეტრამდეადა არის მკვეთრი წითელი შეფერილობის.

მაშხალა. ნაყოფი ზევითაა მიმართული, კონუსის მსგავსია და არის ღია ნარინჯისფერი.

ფლინტი. სამკუთხა, ზემოთ მიმართული მწვანე ნაყოფი აქვს.