უკვე 70 წელს მივუკაკუნე, ავადმყოფობას კი ჯერაც არ შევუწუხებივარ. ეს კი ამ სამკურნალო ჩაის დამსახურებაა.

ოჯახში ერთი საინტერესო ტრადიცია გვაქვს: დილა-საღამოს და თუ მოგვესურვება, შუალედშიც ვსვამთ ჩაის, მაგრამ არა ჩვეულებრივს ან ბალახეულს, არამედ ხის ტოტებისას. მისი დაყენება დედაჩემისთვის ბებიაჩემს უსავლებია, ბებიაჩემისთვის - თავის დედას და ასე, თაობიდან თაობამდე. სხვათა შორის, ჩემი წინაპრები დღეგრძელობით გამოირჩეოდნენ და ამას სწორედ ხის ტოტების ჩაის უმადლოდნენ. მეც ბავშვობიდანვე გეახლებით ამ ნაყენს და თუმცა უკვე 70 წელს მივუკაკუნე, ავადმყოფობას ჯერაც არ შევუწუხებივარ. ჩემი მეუღლე, შვილები და შვილიშვილებიც ვაზიარე დღეგრძელობის ამ საიდუმლოს და, ღვთის შეწევნით, ჯერჯერობით თავს ისინიც ჩინებულად გრძნობენ.



მაკურნებელი ჩაის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
  • ვაშლის 1 ტოტი
  • მსხლის 1 ტოტი
  • ალუბლის 1 ტოტი
  • წითელი მოცხარის 1 ტოტი
  • შავი მოცხარის 1 ტოტი

მომზადების და წესი:
აიღეთ ვაშლის, მსხლის, ალუბლის, წითელი და შავი მოცხარის თითო ტოტი, 10 - 15 სმ სიგრძისა; დააქუცმაცეთ, ჩაყარეთ ჩაიდანში და დაასხით ცივი წყალი. 1 -2 საათი გააჩერეთ, შემდეგ შედგით ნელ ცეცხლზე და ნახევარი საათი ადუღეთ, რომ გადმოდგამთ, კიდევ 15 წუთი გააჩერეთ და ჩაიც მზადაა. დროდადრო, უფრო არომატული რომ გავხადო, პიტნას ან გვირილას ვამატებ. თუ რომელიმე სნეულებამ შეგვაწუხა, ჩაიში სამკურნალო ბალახებსაც ვყრი.
სინჯეთ, იქნებ თქვენი ოჯახის წევრებსაც ეგემრიელოთ.