ეს საშუალება არაჩვეულებრივად აწესრიგებს არტერიულ წნევას

ეს საშუალება არაჩვეულებრივად აწესრიგებს არტერიულ წნევას
დიდი ხანია, დამოუკიდებლად ვებრძვი დაავადებას, რომელიც, როგორც მედიკოსები ამტკიცებენ, ყოველ მეხუთე ადამიანს აქვს. ეს არის ჰიპერტონია. რაც 45 წლის გავხდი, მაღალი წნევა თავს აღარ მანებებს. დავიწყე იმ ხალხური რეცეპტების შეგროვება, რომლებიც ჰიპერტონიას შეეხებოდა და მგონი, უკვე ყველა რეცეპტი ვიცი, რაც კი საქართველოში გამოქვეყნებულია. ჰიპერტონიის სამკურნალოდ ჩვენს ხალხურ მედიცინას უამრავი მარტივი და ხელმისაწვდომი საშუალება მოიპოვება. ერთ -ერთი მათგანია ძახველი. მას მეც ეფექტურად ვიყენებ, მაგრამ გამოცდილებამ დამანახა, რომ წელიწადის სხვადასხვა დროს ჰიპერტონიას სხვადასხვანაირად უნდა ვუმკურნალოთ. მაგალითად, გვიან შემდოგომაზე ვიწყებ ძახველის სიროფის სმას ( სიროფს ასე ვამზადებ: ძახველს ვხეხვა და ვამატებ იმავე რაოდენობის შაქარს ). ძახველის სიროფი ძალიან გემრიელია. თუ შაქრის მიღება არ გსურთ, ძახველმა პირი რომ არ გაგიმწაროთ, უნდა მოყინოთ და ისე მიირთვათ.

შემოდგომაზე და ზამთარში ხშირად ვსვამ შავბალახას ნაყენს:
ერთ სუფრის კოვზ მშრალ შავბალახას ვასხამ ერთ ჭიქა ადუღებულ წყალს, ნახევარი საათით ვაყენებ და ვიღებ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, სუფრის კოვზით დღეში სამჯერ. ეს დოზა პრაქტიკულად ჰომეოპათიურია და არავითარ გართულებას არ იწვევს, მაგრამ არაჩვეულებრივად აწესრიგებს არტერიულ წნევას. ამასთანავე, აჯანსაღებს ნერვულ სისტემას, ამაგრებს ფსიქიკას.

ჰიპერტონიით დაავადებულებს ვურჩევ, აუცილებლად მოსინჯონ მკურნალობის ეს მეთოდი. მე მისი წყალობით თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ბოლო ხანს წნევა 150-ზე ზემოთ ერთხელაც არ ამწევია, რაც ჩემი ასაკისთვის - 57 წლის გახლავართ - თითქმის დაუჯერებელია.
სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი
სტატიის წყარო:2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი