ქალთა საყურადღებოდ: 8 ყველაზე მძლავრი ბალახი ქალთა ჯანმრთელობის სამსახურში!

ქალთა საყურადღებოდ: 8 ყველაზე მძლავრი ბალახი ქალთა ჯანმრთელობის სამსახურში!
ჩატარდა გამოკვლევები ისეთ მცენარეებზე, რომლებიც აუმჯობესებენ ქალთა ჯანმრთელობას.

გამოკვლევების შედეგად დადგინდა იმ მცენარეების სია, რომლებიც ქალებს დაეხმარებიან
- დაწიონ სტრესი
- გაზარდონ ენერგია
- დააჩქარონ მეტაბოლიზმი
- დაიძინონ უკეთ
- დააბალანსონ ჰორმონები
- მოხსნან ტკივილი სახსრებში და ძვლებში
- აიცილონ ნაადრევი დაბერება

ეს მნიშვნელოვანი ინფორმაციაა, რომელიც, უეჭველია, დაეხმარება ქალს იქონიოს უფრო ჯანმრთელი და სრულფასოვანი ცხოვრება.

აი იმ სასარგებლო მცენარეთა სია, რომლებზეც ქალებს მართებთ ყურადღების გამახვილება:

1. კურკუმა
ეს არის საკაზმი, რომლის გამოყენება ღირს, განსაკუთრებით ქალებისთვის.
ის მოქმედებს როგორც ბუნებრივი ანთებისსაწინააღმდეგო, ანტისეპტიკური, ანტიოქსიდანტური და ანტიბაქტერიული საშუალება და, შესაბამისად, არიდებს და ებრძვის მთელ ორგანიზმში ანთებას და დაავადებებს.

2. მწვანე ჩაი
მრავალმა გამოკვლევამ დაამტკიცა, რომ მწვანე ჩაი წარმოადგენს სიმსივნეების მძლავ პროფილაქტიკას.
ამიტომ ქალებს მართებთ დღეში თუნდაც 1 ჭიქა მწვანე ჩაის დალევა კიბოს, განსაკუთრებით სარძევე ჯირკვალის, პროფილაქტიკისათვის.
ქალებისთვის მწვანე ჩაის კიდევ ერთ დიდ უპირატესობას წარმოადგენს მისი უნარი გააკონტროლოს სხეულის წონა იმიტომ, რომ მწვანე ჩაი ეხმარება ორგანიზმის ცხიმს უფრო სწრაფად დაჟანგდეს და გაუმჯობესდეს ნივთიერებათა ცვლა.
მას აგრეთვე აქვს უნარი შეამციროს აპეტიტი.

3. ჯანჯაფილი (კოჭა)
რატომ უნდა მოიხმარონ ქალებმა კოჭა რეგულარულად? არის რამდენიმე მიზეზი.
კოჭას ჩაი ეხმარება ნივთიერებათა ცვლის დაჩქარებას, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, ააქტიურებს შინაგანი ორგანოების მუშაობას.
კოჭას ასევე შეუძლია ტკივილის შემსუბუქება.
მაიამის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ კოჭას ექსტრაქტს შეუძლია ოსტეოარტრიტით დაავადებულ პაციენტებს შეუმციროს სასხრების ტკივილი და სიხისტე.

4. ციმიციფუგა
ოდესმე თუ გსმენიათ ამ ბალახის შესახებ?
ბევრს გაიგებთ მასზე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც იმყოფებით მენოპაუზის დროს და ტიპიური სიმპტომებისგან იტანჯებით.
ციმიციფუგა წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე შესწავლილ მცენარეს მენოპაუზის სიმპტომების მკურნალობის თვალსაზრისით. გამოკვლევათა უმრავლესობამ აჩვენა, რომ ის განსაკუთრებით ეფექტურია ღამის ოფლის კლების მიღწევაში. ითვლება, რომ ასეთი მოქმედება დაკავშირებულია ციმიციფუგას უნართან შეამციროს ამ სიმპტომების გამომწვევი ჰორმონები.
აფთიაქებში იყიდება კიდეც ციმიციფუგას შემცველი წამალი მენოპაუზის სიმპტომების სამკურნალოდ.
თუ გაწუხებთ მენოპაუზის სიმპტომები, მაშინ გაესაუბრეთ ექიმს ამ ბალახის შესახებ.

5. დონგ ქვაი
ეს მცენარე ჩინელების მიერ აღიარებულია როგორც "ქალების დაცვის ბუნებრივი საშუალება".
დონგ-ქვაი ეხმარება ესტროგენომების დონეების დაწონასწორებაში და იმავდროულად ამშვიდებს ნერვულ სისტემას.
გარდა ამისა, ეს არის სისხლის განახლების მძლავრი საშუალება იმიტომ, რომ იგი შეიცავს ვიტამინებისა და მინერალების გასაოცარ რაოდენობას, მათ შორის ფოლიუმმჟავას, ნიკოტინმჟავას, ბიოტინს და B12 ვიტამინს.
ეს საშუალება ეხმარება ოპერაციის შემდეგ სისხლის მოცულობის გაზრდას.

6. სელი
ქალები უფრო მეტად იტანჯებიან შეკრულობისგან, ვიდრე მამაკაცები. ჰოდა, სელის თესლი თავისი ბოჭკოებით ეხმარებიან კუჭ-ნაწლავის ფუნქციის მოწესრიგებას.
ამის გარდა ეს თესლი ამსუბუქებს ქალურ პრობლემებს ან მენოპაუზის სიმპტომებს.
ის წარმოადგენს ომეგა-3, ომეგა-6, ანტიოქსიდანტების, უჯრედისების (ცელულოზას) ვიტამინებისა და მინერალების წყაროს.
მას გააჩნია ფიტოესტროგენული მოქმედება. იცით ეს რას ნიშნავს? იმას ნიშნავს, რომ იგი მდიდარია ფილოსტეროლით (ლიგნანით), რომელიც ხასიათდება მსგავსი, თუმცა უფრო სუსტი, ზემოქმედებით ორგანიზმში არსებულ ესტროგენზე.
ამრიგად, ის ეხმარება ქალური პრობლემური სიმპტომების, განსაკუტრებით მენოპაუზის, მინიმიზაციას.

7. ხაშხაში (ყაყაჩო)
პერუდან წარმოშობილი ეს ფესვი აუმჯობესებს ენდოკრინულ ფუნქციას.
ენდოკრინული სისტემა მოიცავს ორგანიზმში არსებულ რკინას და ამ რკინის გამომუშავებელ ჰორმონებს, ეს ჰორმონები აკონტროლებენ ისეთ ფუნქციებს, როგორებიცაა ფერტილობა, საჭმლის მონელება, ტვინისა და ნერვული სისტემის ფიზიოლოგია, ძილისა და ენერგიის დონე.
ყაყაჩოს ფესვის მოხმარება ამცირებს მენსტრუალურ სიმპტომებს ან მენოპაუზას.
ამის გარდა ის არის ადაპტოგენი, ანუ ის ეხმარება ორგანიზმს გაუმკლავდეს სტრესს.
ყაყაჩოს ყიდვა ადვილია ფხვნილის სახით, რომელიც შეიძლება დაამატოთ წვენებს, სასმელებს, სუპებსა და სალათებს (1 ჩაის კოვზი ფხვნილი დღეში ორჯერ).

8. ღვთიური ვიტექსი
ეს არის ძლიერი ჰორმონალური მცენარე. ის უშუალოდ მუშაობს ენდოკრინულ სისტემაში და აწესრიგებს გიპოფიზს, რომელიც პასუხისმგებელია ორგანიზმში პროგესტერონისა და ესტროგენის ბალანსზე.
მრავალი სიმპტომი შეიძლება გაჩნდეს, როდესაც ეს ჰორმონები წონასწორობიდან გამოდიან. ამას კი თიტქმის ყოველთვის აქვს ადგილი, როდესაც ქალი მენსტრუალურ ციკლში იმყოფება.
მრავალმა გამოკვლევამ უკვე დაამტკიცა, რომ ღვთიური ვიტექსი ხსნის ქალურ სიმპტომებსა და მენოპაუზას.
ზოგიერთი თვლის, რომ ის ეხმარება ფეხმძიმობის პირველ ტრიმესტრში მუცლის მოწყვეტის არიდებაში და ზრდის მკერდის რძის მიწოდებას ბავშვის დაბადების შემდეგ.

ყურადღება! ზემოთ ნათქვამის მიუხედავად მომავალმა დედებმა უნდა მიმართონ ექიმებს მანამ, სანამ მოიხმარენ რაიმე წამალს!