უგემრიელესი პიცა-ბატონი სულ რამდენიმე წუთში

უგემრიელესი პიცა-ბატონი სულ რამდენიმე წუთში
აუცილებელია ხანდახან თავს ნება მივცეთ გემრიელი კერძის მირთმევით, მაგრამ სასურველია დიდი დრო არ დაგვეკარგოს, როგორც ხდება ზოგიერთი კერძის მომზადებისას. როგორია სწრაფი პიცა?

ამ რეცეპტმა დიდი ხანი არაა რაც სახელი გაითქვა, მაგრამ მომზადების რეზულტატით, რომელსაც სულ 20 წუთი ჭირდება, მას დაარქვეს პიცა პური, და მართლაც მას სხვანაირად ვერც უწოდებ.

შემოგთავაზებთ პიცის მომზადების წესს ჩვეულებრივი ბატონით, თქვენი გემოვნებით მომზადებული მოშუშული გულსართით, ჩვენ ავირჩიეთ ჩვეულებრივი პროდუქტები, თქვენ შეგიძლიათ აარჩიოთ ნებისმიერი ინგრედიენტების შეხამება

ინგრედიენტები

  • პური ,,ბატონი“ - 1ც
  • მოხარშული ძეხვი - 250გრ
  • ტომატის პასტა - 60 მლ.ლ
  • მაგარი ყველი - 200გრ
  • ნიორი - 4 კბილი
  • მწვანილი - გემოვნებით
  • წიწაკის ნაზავი - გემოვნებით

მომზადების წესი

  1. დაჭყლიტეთ ნიორი. გაასუფთავეთ ძეხვი, დაჭერით თხელ ნაჭრებად მოშუშეთ ნიორთან და წიწაკებთან ერთად
  2. ბატონი ჩაჭერით ღრმად და ამოაცალეთ გული, წაუსვით პურზე ტომატის პასტა , დაალაგეთ ზედ ხორცის გულსართი, მოაყარეთ ზემოდან მწვანილი
  3. ყველი გახეხეთ სახეხზე დაუმატეთ მწვანილი დადეთ პური აერღუმელის ტაფაზე, შედგით 200 გრ ტემპერატურაზე 15 წუთით

ქათმის ფილე ანანასით, სიმინდით, ზღვის პროდუქტები ტომატის პასტაში, ხორცის ან ყველის ასორტი ყველაფერი შეგიძლიათ გამოიყენოთ! , მხოლოდ გაითვალისწინეთ გულსართი არ უნდა იყოს მხოლოთ ზღვის პროდუქტების , თორემ ბატონი დალბება. ასევე შეგიძლიათ მთელი პურის გული არ ამოაცალოთ, გააკეთეთ ღრმა ჭრილები და დაალაგეთ გულსართი ვერტიკალურად, გემრიელად მიირთვით.