რაც ამ შესანიშნავ საშუალებას მივაგენი, მას შემდეგ ჭარბი ოფლიანობა აღარ მაშინებს

რაც ამ შესანიშნავ საშუალებას მივაგენი, მას შემდეგ  ჭარბი ოფლიანობა  აღარ მაშინებს
ვერ ვიტან სიცხეს. ზაფხულში თავს იმის უფლებასაც კი ვერ ვაძლევდი, სხვების თანდასწერებით ცხელი ჩაი ან ყავა დამელია, რადგან მაშინვე ძლიერი ოფლდენა მეწყებოდა. ძლიერ ვოფლიანდებოდი მაშინაც, როცა ვნერვიულობდი. ვერავინ დამეხმარა, ვიდრე თავად არ მივაგენი ხალხურ საშუალებას, რომლის წყალობითაც ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდი. როგორც კი თბილი ამინდები დადგება, მაშინვე ვიწყებ სპეციალური ჩაის სმას, რომელიც იოლად მზადდება სალბის ფოთლებისგან:

  • უნდა აიღოთ 1 ჩაის კოვზი სალბი და დაასხათ 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დადგათ 20 წუთი, გაწუროთ და სვათ ნახევარ-ნახევარი ჭიქა დღეში 2 - ჯერ.

  • ცხელი ამინდები დადგომამდე ორი - სამი კვირით ადრე ვიწყებ და ერთი თვის განმავლობაში ვსვამ ტყის მარწყვის ფოთლების ჩაის. მისი დამზადებაც საკმაოდ ადვილია:
    1 სადილის კოვზ ფოთოლს უნდა დაასხათ 2 ჭიქა მდუღარე, ნახევარი საათი გააჩეროთ და დღის განმავლობაში სვათ. ყველას, ვისაც გაძლიერებული ოფლდენა პრობლემად ქცევია, ვურჩევ, ზაფხულობით დღეში ორჯერ მიიღოს კონტრასტული შხაპი. საღამოობით სასარგებლოა მცენარეთა აბაზანები.

  • ბუნებრივ ანტიპერსპირანტად გამოგადგებათ მწვანე ჩაი: 2 ჩაის კოვზს დაასხით ნახევარი ჭიქა მდუღარე, დააყენეთ, დაუმატეთ 1 ლიმონის წვენი, გაფილტრეთ და ამ ნაყენით დაიზილეთ სხეულის ის პრობლემური ადგილები, რომლებიც ყველაზე ძლიერ გიოფლიანდებათ. ამგვარი პერსპირანტის გამოყენების შემდეგ შეგიძლიათ, მთელი დღე მშვიდად იყოთ.

  • სწორედ ასე დავამარცხე ჩემი პრობლემა, რომელიც ყოველწლიურად უფრო და უფრო ნაკლებად მაწუხებს.

სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი
სტატიის წყარო:2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი