სრული განკურნება! თუნდაც ძალიან რთული დიაგნოზის დროსაც კი, ვიღებთ წიპწას, საგულდაგულოდ...

სრული განკურნება! თუნდაც ძალიან რთული დიაგნოზის დროსაც კი, ვიღებთ წიპწას, საგულდაგულოდ...
ავოკადოს რბილ და ნოყიერ ნაყოფს აფასებენ მთელ მსოფლიოში მისი სასარგებლო თვისებების გამო, ის ხელს უწყობს გახდომას და ხლიჩავს ჭარბ ქოლესტერინს სისხლში. ეს ეგზოტიკური ნაყოფი აუმჯობესებს მეხსიერებას და ამცირებს გულ-სისხლძარღვოვან დაავადებებს. მაგრამ ის განსაკუთრებით სასარგებლოა ქალებისთვის.


ავოკადო ქალებისათვის

აუმჯობესებს ჯანმთელობას
  1. ჩანს რომ ავოკადოს მსგავსება საშვილოსნოსთან სრულიად არ არის შემთხვევითი. ალიგატორული მსხალი ქალებს ეხმარება მათი რეპროდუქციული შესაძლებლობების შენარჩუნებაში და საშვილოსნოს ყელის დისპლაზიის აღმოცენების რისკის შემცირებაში.


  2. ავოკადო ასევე მეტად სასარგებლოა ქალებისთვის ფეხმძიმობის ეტაპზე. ფოლიუმმჟავა (ანუ B9 ვიტამინი), რომელსაც დიდი რაოდენობით შეიცავს ნაყოფი, პასუხისმგებელია ცოცხალი ქსოვილების ზრდაზე, და ამიტომ ის უბრალოდ აუცილებელია ემბრიონის ფორმირების დროს განვითარების თანდაყოლილი მანკის თავიდან ასაცილებლად.


  3. მრავლადგაჯერებული ცხიმოვანი მჟავების წყალობით ავოკადოს მოხმარება აუმჯობესებს მახსოვრობას და კონცენტრაციას.
  4. ავოკადოში არსებული კალიუმი ხელს უწყობს გულის სწორ მუშაობას, ნორმაში აყენებს ორგანიზმში წყალ-მარილის ცვლას და ამაღლებს სტრესისადმი მდგრადობას.


  5. ავოკადოს შემადგენლობაში ოლეინმჟავა შლის სისხლში ჭარბად არსებულ ქოლესტერინს და თავიდან გვაშორებს ძარღვებში ბალთების გაჩენას.
  6. ავოკადოს შემადგენლობაში მყოფი სპილენძი აფერხებს მცირესისხლიანობას (ანემიას), ხოლო B2 ვიტამინი (რიბოფლავინი) მონაწილეობს სისხლის წითელი უჯრედების შექმნაში.
  7. სალათს დამატებული ავოკადო დაგვეხმარება ხილისგან და ბოსტნეულისგან კაროტინოიდების ათვისებაში. ეს კი აუცილებელია ძვლების, კბილის ემალისა და თმების გამაგრებაში. თუმცა ასეთივეა ავოკადოს შემადგენლობაში ფოსფორის მოქმედება.
  8. უხსოვარი დროიდან ავოკადო ითვლება ბრწყინვალე აფროდიზიაკად, რომელიც აუმჯობესებს პოტენციას მამაკაცებში და აძლიერებს წადილს ქალებში


ეხმარება სილამაზის შენარჩუნებაში
  1. ქალებისთვის ავოკადოს სარგებლიანობა არ შემოიფარგლება კვების მიზნით მოხმარებით. ეს ხილი იდეალურად წაადგება გამაახალგაზრდავებელი ნიღბების შექმნას. მისი ამ საიდუმლოების არსი კი იმაში მდგომარეობს, რომ იგი გაჯერებულია A ვიტამინით, რომელიც ეხმარება ორგანიზმს ახალი უჯრედების შექმნაში და ამ გზით უნარჩუნებს კანს ახალგაზრდობას. შეიძლება ითქვას, რომ ავოკადო სპეციალურად არის შექმნილი იმისათვის, რომ ქალებს აჩუქოს სილამაზე.


  2. ავოკადოს ზეთი ატენიანებს კანს და იცავს მას გაშრობისგან.
  3. ამაღლებს ადგილობრივი იმუნიტეტის დონეს, იცავს კანს ულტრაიისფერი დასხივებისგან და სხვა დამაზიანებელი ფაქტორებისგან.
  4. ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევას კანში და ამდიდრებს მას ჟანგბადით.
  5. არიდებს პიგმენტული ლაქების გაჩენას ფეხმძიმობისა და კლიმაქსის დროს


  6. კვებავს თავის კანს და აგვაცილებს თმების ბოლოების სიმყიფეს.



ხელს უწყობს გახდომას
  1. მაღალი კალორიულობისა და ცხიმების შემცველობის მიუხედავად ავოკადო ითვლება დიეტურ პროდუქტად. ავოკადოში არსებული ცხიმი, პირიქით, ხელს უწყობს გახდომას იმიტომ, რომ ამცირებს მავნე ქოლესტერინის დონეს და აჩქარებს მეტაბოლიზმს.


  2. ავოკადო შეიცავს ბუნებრივ ამინომჟავას, L-კარნიტინს, რომელიც ხელს უწყობს ცხიმების წვას და ამაღლებს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის ინტენსივობას.


ქალის ჯანმრთელობისათვის ავოკადოს სარგებლიანობა უდავოა. ქალებს იგი უყვართ იმიტომ, რომ იგი აუმჯობესებს თმების, ფრჩხილებისა და კანის მდგომარეობას, ასევე ეფექტურია სამკურნალო ნიღბების დამოუკიდებლად დამზადებისას.