ანთურიუმი. მოვრწყათ ეს მცენარე ისე, რომ აყვავილდეს!

ანთურიუმი. მოვრწყათ ეს მცენარე ისე, რომ  აყვავილდეს!
ანთურიუმი კარგად უნდა მოვრწყათ, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ მორწყვიდან-მორწყვამდე სუბსტრატი კარგად გაშრეს. ქოთნის 1/3-1/2 სიმაღლეზე, ამიტომ სანამ მოვრწყავთ აუცილებელია შევამოწმოთ სუბსტრატის ტენიანობა შიგნიდან. ამის შემოწმება შესაძლებელია ხის ჯოხის დახმარებით.

იმისთვის, რომ ზამთარში ჩვენი მცენარეები აყვავილდეს აუცილებელია სექტემბერში მორწყვა შევამციროთ, ანუ შევამციროთ მორწყვებს შორის ინტერვალი. ფარდობით ტენიანობას ვამცირებთ 80-85%მდე, ხოლო ჰაერის ტემპერატურას შეძლებისდაგვარად ვამცირებთ 16-18 გრადუსამდე. მორწყვისთვის რეკომენდირებულია რბილი წყალი ( წვიმის). თუ ონკანის წყალი შეიცავს ჩაუმქვრალ კირს, ამის თავიდან აცილება შესაძლებელია თუ წყალს დავუმატებთ რამდენიმე წვეთ ლიმონის წვენს, ან რამდენიმე ლომონმჟავას კრისტალს.

ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომაა ამ მცენარის ბევრჯერ მორწყვა და სუბსტრატის ტენიანობის ხელოვნურად მომატება. ასეთ შემთხვევაში ანთურიუმის ფესვები ლპება და მცენარეც ვეღარ ცოცხლობს. დაუშვებელია წყლის დატოვება ქოთნის სადგამზე, ის აუცილებლად უნდა გადავღვაროთ მორწყვის შემდეგ.
მცენარის გამოსაკვებად ხშირად იყენებენ სასუქსაც. გაზაფხულისა და ზაფხულის სეზონზე 2-3 კვირაში ერთხელ. ამ მცენარისთვის ორგანული სასუქის გამოყენება ძლიან ეფექტურია, მაგრამ ჩვენთვის ყოველთვის არ არის ხელმისაწვდომი.

კვირტის ზრდას ხელს უწყობს ზამთრის პერიოდი, როცა ტემპერატურა 15-16 გრადუსია. თუ ანთურიუმის მოვლის ყველა წესს კარგად დავიცავთ მცენარე ყვავილს მთელი წლის განმავლობაში მოიბამს.