5 წუთში ეს მსუბუქი ხერხი მოგიხსნით ზურგის ტკივილს, გაგიუმჯობესებთ ტანადობას და დაგიპატარავებთ მუცელს!

5 წუთში ეს მსუბუქი ხერხი მოგიხსნით ზურგის ტკივილს, გაგიუმჯობესებთ  ტანადობას და დაგიპატარავებთ მუცელს!
იაპონური ხერხი დაგეხმარებათ არა მარტო ჩამოშვებული მუცლის მოშორებაში, არამედ ბუნებრივ მდგომარეობაში ჩონჩხის დაბრუნებაში. ამასთან თქვენი სხეულის გამოსახულება შეიცვლება და წელი უფრო მოხდენილი გახდება.

იაპონური მეთოდიკის აღმწერი წიგნი ბესტსელერად იქცა, მაგრამ მისი გაგებისთვის საკმარისია მთავარი მომენტების წაკითხვა, რომლებიც რამდენიმე აბზაცში შეიძლება დაეტიოს. ეს სასწაული ტექნიკა იდეალურად მოერგება იმათ, ვისაც არ უყვართ სპორტდარბაზში ვარჯიშები, მაგრამ შეუძლიათ დღეში ხუთი წუთი დაუთმონ ვარჯიშს პირსახოცის დახმარებით.

როგორ მოვიშოროთ ჩამოკიდული მუცელი!?

5 წუთში ეს მსუბუქი ხერხი მოგიხსნით ზურგის ტკივილს, გაგიუმჯობესებთ  ტანადობას და დაგიპატარავებთ მუცელს!

  1. პირსახოცისგან დაახვიეთ დაჭიმული მუთაქა. ის უნდა იყოს არანაკლებ 40 სანტიმეტრის სიგრძის და დაახლოებით 10 სანტიმეტრის სისქის. მუთაქა შეკარით თოკით იმისათვის, რომ იგი მაგრად გეჭიროთ
  2. დაჯექით მყარ ჰორიზონტალურ ზედაპირზე, მაგალითად ფიტნესისთვის განკუთვნილ ხალიჩაზე, ტახტზე ან სამასაჟო მაგიდაზე. შემდეგ დადეთ მუთაქა ამ ზედაპირზე
  3. დაწექით ამ ზედაპირზე ისე რომ მუთაქა მოექცეს სხეულის გარდი-გარდმო წელქვეშ - ზუსტად ჭიპის ქვეშ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია
  4. მცირედ გაშალეთ ფეხები ისე რომ ტერფები შეხებაში იყვნენ. დიდი თითები ერთმანეთს უნდა შეეხონ, ხოლო ტერფებს შორის მანძილი უნდა შეადგენდეს 25 სანტიმეტრს
  5. სწორი ხელები თავს ზემოთ გაშალეთ, შემოატრიალეთ მათი ხელისგულები ქვემოთ და შეაერთეთ ნეკები. ყურადღებით დააკვირდით იმას, რომ ფეხების დიდი თითები და ხელის ნეკები შეხებაში იყვნენ.
  6. იწექით ასეთ მდგომარეობაში არანაკლებ 5 წუთის განმავლობაში
  7. პირსახოცისგან წამოდექით ძალიან აკურატულად, მკვეთრი მოძრაობების გარეშე


ეს ვიდეორგოლები დაგეხმარებათ იდეალურად შეასრულოთ ვარჯიში!

[media=https://youtu.be/M1F9f9JkQMw]



ამ ვარჯიშის დროს ჩონჩხი იწყებს თავისთვის ბუნებრივი მდგომარეობის მიღებას, რის გამოც ხერხდება მუცლის მოჭერა და ცხიმის გადანაწილება. ამიტომ ზოგიერთ ადამიანს უჭირს ხუთი წუთი გაძლება. თუ ასეთ ადამიანებს განეკუთვნებით, მაშინ დაიწყეთ ერთწუთიანი ვარჯიშით, ხოლო მომდევნო დღეებში გაზარდეთ დრო. დაახლოებით ერთ თვეში შედეგს იგრძნობთ. მთავარია - ამ მარტივი ვარჯიშის რეგულარული შესრულება.

გაუზიარეთ ეს ეფექტიანი იაპონური მეთოდიკა თქვენ მეგობრებს!