მეზობელი ექიმის დახმარებით, ძლიერ თავის ტკივილს ასე გავუმკლავდი...

მეზობელი ექიმის დახმარებით, ძლიერ თავის ტკივილს   ასე გავუმკლავდი...
რაც ასაკში შევედი, თავის ტკივილი დამჩემდა. ყველაფერი თავს მატკივებდა - უძილობა, გადაღლილობა, ნერვიულობა... არადა არტერიული წნევა ნორმალური მქონდა. მოვკვდი ტკივილგამაყუჩებლების სმით, ბოლოს იმათაც შევეჩვიე და აღარ მშველოდა. გადავწყვიტე, საშველი ხალხურ მედიცინაში მეძებნა. რა არ წავიკითხე, სად არ მოვიძიე რეცეპტები. რამდენიმე რეცეპტი მომცა მეზობელმა, პროფესიით ექიმმა... თანდათან ტკივილებმა თავი დამანება. ამ წამლებს პერიოდულად ახლაც ვიღებ. მინდა, გამოცდილება თქვენს მკითხველსაც გავუზიარო.

  • აიღეთ ერთი სუფრის კოვზი კრაზანა, დაასხით ერთი ჭიქა ადუღებული წყალი, 15 წუთი ადუღეთ და გადაწურეთ. მიიღეთ 1/4 ჭიქა დღეში სამჯერ.

  • რეგულარული თავის ტკივილისას კარგია კარტოფილის ახალგამოწურული წვენი. მიიღეთ ყოველდღე 1/4 ჭიქა.

  • 1 ჩაის კოვზ კულმუხოს ფესვს დაასხით ერთი ჭიქა ცივი წყალი, 10 საათით დააყენეთ, გადაწურეთ. მიიღეთ 1/4 ჭიქა დღეში ოთხჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

  • ძლიერ თავის ტკივილს უხდება შავი მოცხარის ახაგამოწურული წვენი. მიიღეთ 1/4 ჭიქა დღეში სამჯერ.

  • ერთი სუფრის კოვზ წითელ სამყურას დაასხით ერთი ჭიქა ადუღებული წყალი, დააყენეთ 30 წუთით და გაწურეთ. მიიღეთ 1/2 ჭიქა დღეში სამჯერ.

  • ჭამის დროს მიიღეთ 1 ჩაის კოვზი თაფლისა და 1 ჩაის კოვზი ვაშლის ძმრის ნარევი.

  • შაკიკის დროს კარგია ორთქლის აბაზანები: აიღეთ თანაბარი რაოდენობის ვაშლის ძმარი და წყალი, დადგით ცეცხლზე და წამოადუღეთ. თავი ქვაბისკენ დახარეთ და ორთქლი 75 - ჯერ შეისუნთქეთ. ჩვეულებრივ, ამის შემდეგ ტკივილი ქრება ან სუსტდება მაინც.

სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი
სტატიის წყარო:2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი