მცენარე, რომელიც აძლიერებს შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების მუშაობას, არეგულირებს საჭმლის მონელებას და აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას.

ცივი და სუსხიანი ზამთრის შემდეგ ბევრი უჩივის სწრაფად დაღლას, გამოფიტვასა და ენერგიის დეფიციტს, რაც არც ისე ძნელი დასაძლევი ყოფილა.

  • აიღეთ ბაბუაწვერას ფესვები, ღეროები და ფოთლები. 1 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ნედლეულს დაასხით 1 ჩაის ჭიქა წყალი, ადუღეთ 15 წუთი, გააცივეთ და გადაწურეთ. სვით თითო სუფრის კოვზი დღეში 3 -ჯერ, ჭამამდე, დაახლოებით 2 - 3 კვირას.

    ბაბუაწვერას ახალი ფოთლები აძლიერებს შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების მუშაობას, არეგულირებს საჭმლის მონელებას, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას. შეგიძლიათ მისი ნორჩი ფოთლებისგან სალათის მომზადება, ასევე შეგიძლიათ დალიოთ ფოთლების გამონაწური - თითო სადილის კოვზი დღეში 3 -4-ჯერ. ზოგიერთი უპირატესობას ბაბუაწვერას ფესვების წვეთებს ანიჭებს, რომელიც ასე მიიღება:

  • აიღეთ 1 სადილის კოვზი ბაბუაწვერას ფესვი და დაასხით 1 ჩაის ჭიქა არაყი ან სპირტი, დააყენეთ 2 კვირით, შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ 30 წვეთი წყალთან ერთად დღეში 3 - ჯერ, ჭამის წინ.

    ნივთიერებათა ცვლის აღსადგენად კარგია კაკლის ფოთლების ნაყენიც: 10 გრამ კაკლის მშრალ ფოთოლს დაასხით 1 ჩაის ჭიქა წყალი, ადუღეთ 15 წუთს, გააცივეთ და გადაწურეთ. მიიღეთ 1 სადილის კოვზი დღეში 3- ჯერ.

  • 2 სუფრის კოვზ მშრალ დაქუცმაცებულ ნიახურის ფოთოლს დაასხით 1 ჩაის ჭიქა ანადუღარი წყალი, გააჩერეთ 2 საათს და გადაწურეთ. მიიღეთ 1/3 ჭიქა დღეში 3 - ჯერ.

  • აიღეთ 1 თავი ხახვი, დაჭერით წვრილად, დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი თაფლი და ჩაის ჭიქა რძე, აურიეთ და სვით მთელი დღე. კურსი ორკვირიანია.

საზოგადოდ, კარგი იქნება, თუ დიდი რაოდენობით მიირთმევთ ყურძენს, ჟოლოს, პამიდორს, სტაფილოს, ბადრიჯანსა და ხურტკმელს.

თუ სრულად გაეცანით ჩვენს სტატიას, ჩამოგიყალიბდათ გარკვეული მოსაზრებები, გთხოვთ გაგვიზიარეთ ის კომენტარებში. ასევე არ დაივიწყოთ გაუზიაროთ ეს ინფორმაცია მეგობრებს.ყოველი თქვენი აქტივობა საიტს განვითარებაში ეხმარება.
სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი
სტატიის წყარო:2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ ინფორმაციის დატოვების უფლება.

გამოკითხვა

ყოველდღიურად რამდენ სტატიას კითხულობთ ჩვენს საიტზე?

 

რეკლამა