მოციგურავეები თვალებში უყურებენ ერთმანეთს... დაიწყება მუსიკა და მაყურებლები მათ ვერ მოწყვეტენ თვალს.

მოციგურავეები თვალებში უყურებენ ერთმანეთს... დაიწყება მუსიკა და მაყურებლები მათ ვერ მოწყვეტენ  თვალს.
ყველა ჩვენგანმა იცის, რა რთულია ციგურებზე წონასწორობის დაცვა. საჭიროა მოხერხებულობა და ბალანსის შეგრძნების უნარი. ფიგურული სრიალი - ეს ხელოვნების ნიმუშია.

ვანესა გრეისა და მორგან სიპრეს ეს წარმოდგენა საოცრად ამაღელვებელია. პატრნიორებმა ბევრი სირთულე გამოიარეს ამ ნომრამდე და აი, დადგა მომენტი, როცა მაყურებელს უნდა აჩვენონ, რას წარმოადგენენ.



მათთვის უცხო არ არის საერთაშორისო შეჯიბრებები ფიგურულ სრიალში. წყვილმა მოიგო საფრანგეთის 4 ჩემპიონატი და მიიღო მონაწილეობა ევრობის ჩემპიონატზეც, სადაც მეოთხე ადგილი დაიკავა.





ისინი ყოველთვის ახლოს იყვნენ საპრიზო ადგილებთან, მაგრამ ევროპის ჩემპიონობა სხვებს ხვდებოდათ. მათ კი სურდათ დაეპყროთ მწვერვალები.





დუეტის ოსტატობა ერთ ადგილზე არ გაჩერებულა. ძველი ტრიუკების და მოძრაობების ნაცვლად თავიანთ სტილს შემატეს ვნება და ენერგია. ისინი ყინულზე ისე გრძნობენ თავს, როგორც თევზი წყალში. ყველაზე რთულ მოძრაობებსაც კი ზედმეტი ძალისხმების გარეშე ასრულებენ.





განსაცვიფრებელი ტრიუკების გარდა, წყვილმა თავიანთ ნომერს სიყვარული და მიმზიდველობა შემატა.



ვანესა და მორგანი სახლში მედლით დაბრუნდნენ. მათი მძიმე შრომა და მიზნისკენ სწრაფვა აღგვაფრთოვანებს. ისღა დაგვრჩენია ვუსურვოთ წყვილს სიძლიერე და კიდევ ბევრი საპრიზო ადგილი.