ნიგერიელები უკვე აღარ ცხოვრობენ ყუთებში. აფრიკელებმა მოიფიქრეს, როგორ ააშენონ მყარი სახლები... პლასტმასის ბოთელბისგან!

ნიგერიელები უკვე აღარ ცხოვრობენ ყუთებში. აფრიკელებმა მოიფიქრეს, როგორ ააშენონ მყარი სახლები...  პლასტმასის ბოთელბისგან!
პლასტიკური ნარჩენები საკმაოდ დიდი ზიანს აყენებს გარემოს. ეს დიდი ხანია აღარ არის საიდუმლო. მაგრამ ხალხი რატომღაც მაინც იყენებს პლასტმასს ყოველდღიურ ცხოვრებაში, მიუხედავად იმისა, რომ ამ მასალის ზოგიერთ სახეობას გახრწნისთვის 1000 წელი დასჭირდება.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ ხვალ მთელი მსოფლიო უარს იტყვის პლასტმასის წარმოებაზე, მაინც ბუნება კარგა ხანს ვერ აღიდგენს თავის რესურსებს. ყველაფერი ზედმეტად დაბინძურებულია. უამრავი ცხოველი იხოცება იმის გამო, რომ მის კუჭში ხვდება პლასტმასი. იმის გახსენებაც კი არ გვინდა, რა რაოდენობის ნარჩენი დაცურავს ოკეანეებში.



ცოტა ხნის წინ ნიგერიის მცხოვრებლებმა დაიწყეს პლასტმასის ბოთლების საშენ მასალად გამოყენება. შედეგად მათ აქვთ ცეცხლგამძლე და ტყვიაგაუმტარი სახლები.





ეს გადაწყვეტილება მათ ეხმარებათ ორი კურდღლის დაჭერაში. პლასტმასის ბოთლების რაციონალური გამოყენების გარდა, ადამიანები იღებენ საკუთარ სახლებს, რისი პრობლემაც ქვეყანაში ნამდვილად არის.



ბოთლებში ყრიან ქვიშას და ამწკრივებენ რიგში. ამ ყველაფერს ამაგრებენ თიხითა და ცემენტით. მზა სახლში გამოიყენება მზის ენერგია. შენობა ეკოლოიურად უსაფრთხოა.





ამგვარი პროექტის ინიციაროტი გახდა NGO Africa Community Trust. მათი წყალობით უკვე ბევრმა ოჯახმა მიიღო საკუთარი სახლი.





ორ საძინებლიანი სახლის ასაშენებლად საჭიროა 14 000 ბოთლი. მშენებლები ამბობენ, რომ კარგ საძირკველზე 3 სართულიანი სახლიც კი შეიძლება აშენდეს. კიდევ ერთი ნიუანსი: ამგვარი სახლის შიგნით საკმაოდ გრილა. ესეც დიდი პლიუსია ნიგერიისთვის.





ნიგერიის მაგალითმა, სხვა ქვეყნებიც შთააგონა. ეს გასაგებიცაა: საერთო ჯამში გამოდის იაფი და გამძლე საცხოვრებელი, რომელიც გარემოსაც იცავს.