იდეალური ღვეზელი - არც მეტი და არც ნაკლები! ნოყიერი ვაშლი და ნაზი არაჟნის კრემი.

იდეალური ღვეზელი - არც მეტი და არც ნაკლები! ნოყიერი ვაშლი და ნაზი არაჟნის კრემი.
ვაშლის ღვეზელი კრემით

ინგრედიენტები:
  • 1კგ. ვაშლი
  • 2 ჭიქა ფქვილი
  • 150 გ კარაქი
  • 0,5 ჭიქა არაჟანი
  • 0,5 ჩაის კოვზი სოდა
  • 1 კვერცხი
  • 1 ჭიქა შაქარი
  • 1 ჩაის კოვზი ძმარი


მომზადება:
1. 2 სუფრის კოვზი ფქვილი დაიტოვეთ კრემისთვის, ხოლო დანარჩენი ნაწილი გარიეთ დარბილებულ კარაქთან, დაასხით ნახევარი ჭიქა წყალი და კარგად აზილეთ.


2. ცომს დაამატეთ ძმარში ათქვეფილი სოდა. გააკეთეთ რბილი ცომი, რომელიც ხელებზე არ მოგეწებებათ.


3. ვაშლს მოაცილეთ კანი და მოაშორეთ შიდა გული, დაჭერით წვრილ ნაჭრებად. შეეცადეთ სხვადასხვა ჯიშის ვაშლის შეძენას. კიდევ უფრო გემრიელი იქნება, თუ შეარჩევთ ტკბილ და მჟავე ვაშლებს. მთელი ეშმაკობა იმაშია, რომ მდიდარ და მოცულობით გემოს მივიღებთ.


4. გაშალეთ ცომი, დადეთ კარაქით წასმულ ფორმაში, ზემოდან ნებისმიერი წესით დააწყვეთ ვაშლის ნაჭრები. ვაშლებს შეგიძლიათ მოაყაროთ ზემოდან დარიჩინი და შაქარი, თუმცა ეს თქვენ სურვილზეა.


5. ახლა მოვამზადოთ კრემი: აურიე შაქარი, არაჟანი, კვერცხი და ორი სუფრის კოვზი ფქვილი. ათქვიფეთ ყველაფერი ეს მიქსერით. კრემი საკმაოდ თხევადი უნდა გამოვიდეს.


6. კრემი დაასხით ვაშლებიან ცომს. დადგით გამოსაცხობად გაზქურაში, სადაც 40-50 წუთის განმავლობაში 200 გრადუსი ტემპერატურა იქნება. ღვეზელის გამზადების დონე შეამოწმეთ დაჩხვლეტით.

7. ღვეზელს აცალებთ ფორმაში გაცივება და მხოლოდ შემდეგ ამოიღეთ. ზემოდან დააყარეთ შაქრის პუდრი.

ღვეზელის მირთმევა, უცილობლად, უკეთესია არომატულ არატკბილ ჩაისთან. არ დაგავიწყდეთ მეგობრებისთვის ამ რეცეპტის გაზიარება! გემრიელად მიირთვით!