გემრიელობა, რომლის საშუალებითაც სწრაფად დაიკლებთ წონაში... იწონით 90 კგ-ს, გახდებით 65 კგ

გახდომის უნივერსალური სქემა ძალიან მარტივია. საჭიროა, გაზარდოთ ცილების რაოდენობა რაციონში - მიეძალოთ კვერცხს, ხორცს, თევზს, ხაჭოსა და რძის პროდუქტებს. პურზე, შაქარზე, რაფინირებულ ნახშირწყლებზე უარი უნდა თქვათ. სვით დიდი რაოდენობით წყალი. მაგრამ არსებობს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი...

იმისათვის, რომ გახდომის პროცესი იყოს მსუბუქი და ორგანიზმს არაფერი ავნოს, საჭიროა სხეული გაიწმინდოთ ტოქსინებისგან. ამასთან ნაწლავებმაც კარგად უნდა იმუშაოს.

ნაწლავების მუშაობის გაუმჯობესება და გახდომის დაჩქარება შეუძლია ამ ცელულოზით მდიდარ კოქტეილს. მიირთვით იგი ყოველ დილით საუზმეზე და უკვე რამდენიმე დღეში გაცილებით უკეთ იგრძნობთ თავს. ამგვარი გასახდომი საშუალებები - ნამდვილი სასწაულია. გირჩევთ, დაიმახსოვროთ რეცეპტი...



გასახდომი კოქტეილი სახლის პირობებში

ინგრედიენტები

  • 1 ჭიქა უცხიმო კეფირი
  • 2 ს/კ ქატო (შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ბლენდერით დაფქული შვრიით)
  • 1 ჩ/კ კაკაოს ფხვნილი
  • 1 ჩ/კ სელის ფქვილი (შეგიძლიათ დაფვათ სელის თესლები)
  • 6-7 ცალი შავქლიავი
  • დარიჩინის ნაფოტი
  • 50 მლ ცხელი წყალი


მომზადების წესი

  1. დაასხით შავქლიავს ადუღებული წყალი და გააჩერეთ რამდენიმე წუთი.
  2. ციკ კეფირს შეურიეთ ქერი, სელის ფქვილი, დარიჩინი და კაკაო.
  3. ათქვიფეთ შავქლიავი ბლენდერით. იმისთვის, რომ კოქტეილი ტკბილი იყოს, შეგიძლიათ ქლიავს შეურიოთ ერთი ფინიკი.
  4. ჩირებს შეურიეთ კეფირი და ათქვიფეთ. კოქტეილიც მზადაა.


ეს, ერთი შეხედვით, მარტივი კოქტეილი ძალიან სასარგებლოა ორგანიზმისთვის. მის შემადგენლობაში შედის: ცელულოზა, ფოსფორი, თუთია და მაგნიუმი. სასმლის რეგულარული მიღებით მოიწესრიგებთ ნაწლავების მოქმედებას.

საოცარი აღმოჩენა: შავქლიავი აქვეითებს მადას და ტკბილის მოთხოვნილებას. ასეევე ორგანიზმიდან გამოაქვს ტოქსინები. თუ თქვენ გაითვალისწინებთ ჩვენ რჩევას და შეიტანთ შავქლიავს რაციონში, გახდებით ბუნებრივად.

გაუზიარეთ მეგობრებს ეს ძვირფასი რეცეფტი!