თუ ამ პროცედურას სისტემატურად ჩაიტარებთ სახის კანი საოცრად მომხიბვლელი გაგიხდებათ და რაც მთავარია, ნაოჭებიც გაგიქრებათ.

თუ ამ პროცედურას სისტემატურად  ჩაიტარებთ სახის კანი საოცრად მომხიბვლელი  გაგიხდებათ და რაც მთავარია, ნაოჭებიც  გაგიქრებათ.
კიტრის 95 - 96 % წყალია, ამიტომ იგი სასარგებლოა საჭმლის მონელებისთვის, აწესრიგებს წყალმარილოვან ბალანსს, წმენდს კანს, მოქმედებს როგორც შარდმდენი საშუალება, ასტიმულირებს ნივთიერებათა ცვლას. კიტრისგან მზადდება ლოსიონები, ნიღბები, რომლებიც წმენდს კანს, აბაცებს პიგმენტურ ლაქებს, ჭორფს. როცა კიტრისგან სალათს მოამზადებთ, ნუ დაიზარებთ -მოიტოვოთ პატარა ნაჭერი და სახე მსუბუქად დაიზილეთ. დაინახავთ, თვალსა და ხელს შუა როგორ გამოგიცოცხლებდებათ სახე. შეშუპებული თვალების დასაცხრობად კიტრის მრგვალი ნაჭრები ქუთუთოებზე დაიწყვეთ და 10 წუთით მსუბუქად მიიჭირეთ.

  • სახის გასაწმენდი სითხე თავადაც შეგიძლიათ მოამზადოთ. კიტრი წვრილად გახეხეთ, დოლბანდში გაწურეთ, წვენი კიდევ გაწურეთ რამდენიმე ფენა დოლბანდში და მიღებულ მოცულობაზე ორჯერ მეტი სპირტი დაასხით, ნარევი ჰერმეტულად დახურულ მინის ჭურჭელში შეინახეთ. გამოყენების სახის გაწმენდისთვის საჭირო ოდენობის ლოსიონი წყლით გააზავეთ (პროპორციით 1:2).

    თუ ახალგაზრდობის დიდხანს შენარჩუნებაზე ოცნებობთ, გამოგადგებათ ლოსიონი, რომელიც გახეხილი კიტრისა და ყვავილის ფურცლებისგან მზადდება.
  • აიღეთ 5 საშუალო ზომის კიტრი, წვრილად გახეხეთ, დაუმატეთ 5 ვარდისა და 2 თეთრი შროშანის გვირგვინის ფურცლები, დაასხით 1/2 ლიტრი არაყი და 3 კვირით დატოვეთ. შემდეგ გადაწურეთ და სახის გასაწმენდად გამოიყენეთ, ოღონდ მოხმარების წინ აუცილებლად გააზავეთ - 1/2 ჭიქა ნაყენს დაუმატეთ ამდენივე ანადუღარი თბილი წყალი, 1 სადილის კოვზი გლიცერინი და ლიმონის წვენი. ამ ლოსიონით კანის გაწმენდის შემდეგ ცხიმიანი კრემი შეიზილეთ. თუ ამ პროცედურას სისტემატურად ჩაიტარებთ სახი კანის საოცრად მომხიბვლელი გაგიხდებათ და რაც მთავარია, ნაოჭებიც გაგიქრებათ.

კიტრი ასევე ხელს უწყობს გახდომას. თვითონ ის ძალიან დაბალკალორიულია, მაგრამ თუ მცენარეული ზეთით ან არაჟნით შევაზავებთ, შეუძლია მთელი სამი საათით დაგვანაყროს. კიტრის დიეტის დაცვა სამ დღეზე მეტხანს არ არის რეკომენდებული, რადგან იგი არ შეიცავს ორგანიზმისთვის აუცილებელ ყველა ნივთიერებას.
სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი
სტატიის წყარო:2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი