ნაძვის წიწვების აბაზანა ართრიტს ამარცხებს, დღემდე მხოლოდ მათი წყალობით მიდგას სული!

მრავალი წელია, ართრიტი გტანჯავს. აფთიაქი წამლებით არის სავსე, მაგრამ მაინც ვერ პოულობ იმ ერთადერთს, რომელიც გიშველის. ჯერ ერთს გამოცდი, მერე - მეორეს, საბოლოოდ კი, გინდა თუ არა, მაინც შინაურ საშუალებებს მიადგები, ასეთი საშუალებები კი უმეტესად სამკურნალო მცენარეებისგან მზადდება. ასეთი წამალი იმით არის მისაღები, რომ მისი ყიდვაც კი არ არის საჭირო, - წახვალ სოფელში და თვითონვე მოაგროვებ.

  • თავდაპირველად ნაცარქათამისგან მომზადებულ წამალს ვსვამდი: 300 გრამ მცენარეს ვასხამდი 5 ლიტრ მდუღარე წყალს, ვაყოვნებდი 5 - 6 საათს, გავადწურავდი და ყლუპ - ყლუპად ვიღებდი მთელი დღის განმავლობაში დღეგამოშვებით.

    მოგვიანებით მეზობლებმა ნაძვის წიწვების აბაზანები მირჩიეს. ისინი კიდევ უფრო ადვილი მოსამზადებელი აღმოჩნდა, რადგან ჩემი სოფელი პირდაპირ წიწვოვანი ტყის პირას არის გაშენებული. მოვაგროვე წიწვები და აბაზანებიც მივიღე. დღემდე მხოლოდ მათი წყალობით მიდგას სული.



  • აიღეთ 40 - 50 გრამი წიწვი, დაასხით 1 ლიტრი ადუღებული წყალი და კვლავ ცეცხლზე შემოდგით, კარგად წამოადუღეთ და შემდეგ შეფუთეთ. აბაზანაში ჩაასხით იმდენი წყალი, რომ ჩაჯდომისას ქვედა კიდურები მთლიანად დაგიფაროთ. რამდენსაც გაუძლებთ, იმდენად ცხელ წყალში ჩაასხით წიწვების ნახარში და ჩაჯექით 20 - 30 წუთით. აბაზანიდან ამოსვლისთანავე თბილად ჩაიცვით და 1 საათით მაინც ჩაწექით საწოლში. ეს აუცილებელია!
    აბაზანა უნდა მიიღოთ ყოველ მესამე დღეს. კურსისთვის 7 - 10 აბაზანა საკმარისია.

არ არის აუცილებელი, წიწვები მხოლოდ ნაძვისა იყოს, შეგიძლიათ ფიჭვისა და სოჭისაც მოაგროვოთ და ერთმანეთში აურიოთ.