რადიკულიტით გამოწვეული ტკივილი ვერას დაგაკლებთ...

რადიკულიტით გამოწვეული ტკივილი ვერას დაგაკლებთ...
რადიკულიტი ერთი და ორი წელი როდი მტანჯავდა... შეიძლება ითქვას, სიცოცხლე ახალგაზრდობაშივე გამიმწარა, უებარი წამლის ძიებაში უამრავი დრო დავკარგე, ბოლოს კი რამდენიმე ისეთ რეცეპტს გადავაწყდი, სიცილად არ მეყო, მაგრამ ნათქვამია, გაგონილს ნანახი სჯობიაო და მეც ვცადე, მით უფრო, რომ ეს საშუალებები ძალზე იოლი მოსამზადებელი აღმოჩნდა. შედეგმა გამაოგნა.

  • აიღეთ 375 გრამი ალოეს ფოთოლი ( ალოე უნდა იყოს 3 - 5 წლის, ფოთლების დაკრეფამდე 5 დღის განმავლობაში არ უნდა მორწყოთ), მოაჭერით ეკლები და გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. დაუმატეთ 625 გრამი ნატურალური მაისის თაფლი და 675 მლ წითელი ღვინო, 3 - ჯერ, ასევე ჭამამდე ერთი საათით ადრე.

  • აიღეთ პირშუშხას მოზრდილი ფოთლები და დაიდეთ მტკივან ადგილას, წელი შეიხვიეთ თბილად.
    შეგიძლიათ ფოთლები გაატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში, მიღებული ფაფა სქლად წაუსვით საფენზე და ისე დაიდოთ წელზე, გარედან კი თბილად შეიხვიოთ.

  • აიღეთ რამდენიმე შავი ბოლოკი და კანიანად გახეხეთ, მიღებული ფაფა კარგად გაწურეთ დოლბანდში, წვენით დაიზილეთ მტკივანი ადგილები და სწრაფად შეიხვიეთ თბილად.

  • აიღეთ 10 გრამი სვიის გირჩი, დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი, რამდენიმე საათს დადგით და შემდეგ იმდენ ხანს ადუღეთ, რომ წყალი განახევრდეს. მიღებულ ნახარშს დაუმატეთ 1/3 წილი ძროხის მუცლის ქონი ან ვაზელინი და კარგად ათქვიფეთ. ამ მალამოთი დღეში სამჯერ დაიზილეთ მტკივანი ადგილი.

სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი
სტატიის წყარო:2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი