ყურადღება: ვარსკვლავები საუბრობენ ზოდიაქოს პანთეონის ულამაზეს წარმომადგენლებზე!

ყურადღება: ვარსკვლავები საუბრობენ ზოდიაქოს პანთეონის ულამაზეს წარმომადგენლებზე!
ვარსკვლავები გვიამბობენ ულამაზეს ქალებზე ჰოროსკოპის მიხედვით. უეჭველად დაგაინტერესებთ ის, თუ ზოდიაქოს თითოეული ნიშნის წარმომადგენელთა რომელი თავისებურებები არ ასვენებენ მამაკაცებს!

ქალური სილამაზის ჰოროსკოპი

1. ვერძი
ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ მანდილოსნებს შეუძლიათ საკუთარი პერსონის მიმართ ყურადღების მიქცევა. კაშკაშა ტანსაცმელი, დახვეწილი მანერები, საკუთარ თავში რწმენა და გონებამახვილობა - ასეთი ქალით არ მოიხიბლებით?


2. კურო
კურო-ქალები ბუნებრივ სილამაზეს ამჯობინებენ. ბუნებამ ისინი დააჯილდოვა მიმზიდევლი გარეგნობით და მომხიბვლელობით. ამის გამო მამაკაცები იყიდებიან მყისიერად


3. ტყუპები
მრავალსახიერება - აი რა არის ტყუპი-ქალების ხასიათის თვისება, რაც მოსვენებას უკარგავს მამაკაცებს. დღეს ის გვევლინება ქალი-ვამპირის როლში, ხვალ კი - კისკისა და ნაზი. ორი დღის შემდეგ - მიუკარება და მორიდებული. ჰოდა, ვინ არის ეს იდუმალი დიაცი?


4. კირჩხიბი
ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ქალები ეგრევე არ გვეცემიან თვალში. მაგრამ საკმარია მამაკაცი ახლოს გაეცნოს მას, რომ გაუქრება მასთან განშორების სურვილი. ასეთ ერთგულ და მზრუნველ მანდილოსნებს სადღა მოძებნით!


5. ლომი
არც თუ იდეალური გარეგნობის, მაგრამ განუმეორებელი ხიბლის მქონე ქალები. ლომ-ქალებს შეუძლიათ ნებისმიერ სიტუაციაში თავის სწორად წარმოჩენა. მათგან აქვთ ის, რაც სხვა ლამაზმანებმა უნდა ისწავლონ.


6. ქალწული
თავგამოდებულ მოდის ამყოლ ქალებში სწორედ ქალწულები ჭარბობენ. მათ გონება უჭრით მოდის საკითხებში, გამოირჩევიან ბრწყინვალე გემოვნებით და საგულდაგულოდ უვლიან თავს. მოვლილი გოგოები კი ყოველთვის ახარებენ თვალს!


7. სასწორი
ნამდვილი ქალღმერთები ნატიფი თანდაყოლილი გემოვნებით! მათ კიდევ განასხვავებს განსაკუთრებული არტისტიზმი, რაც სასწორებს წინა პლანზე ყოფნის საშუალებას აძლევს.


8. ღრიანკალი
ოჰ, როგორი ცხარე ენის პატრონები არიან! ასეთი ქალები თავდაჯერებით მისდევენ ცხოვრებას და შეუძლიათ თავის დაცვა. მამაკაცებს ეს მოსწონთ, თუმცა ბევრი ვერც კი ბედავს მიეკაროს ღრიანკალ-ქალებს...


9. მშვილდოსანი
ამ ნიშნის წარმომადგენლებს გამორჩეული ქარიზმა ახასიათებთ. გარეგნობასაც კი არა აქვს მნიშვნელობა იმიტომ, რომ მშვილდოსან-ქალზე ყველას ჭკუა ეკარგება. მინუსი მხოლოდ ისაა, რომ ისინი ხანდახან სათანადო ყურადღებას არ იჩენენ საკუთარი გარეგნული იერ-სახის მიმართ.


10. თხის რქა
თხისრქა-მანდილოსნები ხშირად გამოირჩევიან სამოყვარულო გარეგნობით. ეს სულაც არ გამორიცხავს ერთობ ორიგინალურ სტილს. სამაგიეროდ ისინი ყველას განგმირავენ თავისი თანდაყოლილი ქარიზმითა და მახვილი გონებით.


11. მერწყული
ნათელი პიროვნებები ძალზედ მომხიბლავი გარეგნობითა და უსაზღვრო ოპტიმიზმით. ასეთი ქალები ჰგავან ისეთ სურათებს, რომლებზეც ოცნებობენ კოლექციონერები.


12. თევზი
ყველაზე გამოუცნობი ქალები! სწორედ ასეთი იდუმალება, გარეგნული ცივსისხლიანობა იზიდავს საწინააღმდეგო სქესს. მშვიდი თევზები - სინამდვილში ძალიან ვნებიანი და ემოციური პიროვნებები არიან. ტყუილად ხომ არ თვლიან მათ ზოდიაქოს პანთეონის ერთ-ერთ ულამაზეს წარმომადგენლებად.


რასაც არ უნდა ამბობდნენ ვარსკვლავები, მაინც უნდა ითქვას ის, რომ არ არსებობენ ულამაზო ქალები: ყველა მანდილოსანი თავისებურად მომხიბვლელი და განუმეორებელია. დაგვეთანხმეთ, რომ ამა თუ იმ ნიშნის წარმომადგენლებს აქვთ ბევრი საერთო მარცვალი, რის გამოც ჭკუას კარგავს საპირისპირო სქესი.

თქვენ თავად ზოდიაქოს რომელ ნიშანს ეკუთვნით!