შემოდგომაზე ატკივებულ სახსრებს დაფნა და ნიახური დაგიამებთ

შემოდგომაზე ატკივებულ  სახსრებს  დაფნა და  ნიახური  დაგიამებთ
ჩემს გარშემო მუხლის სახსრები ყველას ისე აწუხებდა, როცა მეც ამტკივდა, არც კი გამკვირვებია. თავდაპირველად მხოლოდ სითბური პროცედურებით და ფიზიოთერაპიული მანიპულაციებით გავდიოდი ფონს, მოგვიანებით კი ძლიერმოქმედ წამლებზეც გადავედი. ერთხელ ერთმა ღვთისნიერმა ადამინმა მითხრა, დაფნის ფოთლები ართრიტსა და ოსტეოქონდროზს განსაკუთრებით შველისო. რეცეპტიც მასწავლა. ახლა აღარ ველოდები, როდის შემახსენებს თავს მტკივნეული მუხლი - დადგება თუ არა შემოდგომა, ვიტარებ პროფილაქტიკურ მკურნალობას და ძალიან კმაყოფილი ვარ.

  • აიღეთ რამდენიმე დაფნის ფოთოლი, დააქუცმაცეთ, ჩაყარეთ მომინანქრებულ ჭურჭელში და დაასხით 300 მლ წყალი, ადუღეთ რამდენიმე წუთს, გადაასხით თერმოსში და 6 საათით დატოვეთ. მიიღეთ მთელი დღის განმავლობაში, ყლუპობით ( თითო ჩაის კოვზი ), 15 წუთიანი შესვენებით ( დიდი დოზის ერთბაშად მიღება არ შეიძლება ). სვით 3 დღე, შემდეგ ერთი კვირა შეისვენეთ და გაიმეორეთ.
    მკურნალობის დროს ძლიერდება შარდვა, შარდი კი ვარდისფერი ხდება. ამან არ შეგაშინოთ.

    მკურნალობის პერიოდში საჭიროა დიეტის დაცვა. მენიუდან უნდა ამოიღოთ პროდუქტები, რომლებიც "არ უყვარს" სახსრებს.

  • კარგად გარეცხილი ნიახური ძირებიანად გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში და გაწურეთ. მიიღეთ 2 სუფრის კოვზი დღეში 3 - ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე. დარჩენილი ჩენჩო შეგიძლიათ შეათბოთ, დაიდოთ მტკივან სახსარზე, შეიხვიოთ და 1 საათს დაიტოვოთ. 3 - 4 ასეთი პროცედურის შემდეგ ტკივილი საერთოდ ქრება.

ეს საშუალება კარგია მათთვის, ვისაც ხელისა და ფეხის თითებზე ძვლოვანი ან პოდაგრული წანაზარდები აქვს. ნიახურის ნახარში სასრგებლოა ქრონიკულად დაავადებული შარდის ბუშტის, წინამდებარე ჯირკვლის, ღვიძლისა და პანკრეასისთვისაც.
სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი
სტატიის წყარო:2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტები