დეპრესია შეიძლება მცენარეული საშუალებებითაც დავამარცხოთ

დეპრესია  შეიძლება  მცენარეული  საშუალებებითაც  დავამარცხოთ
ჩვენს დროში, სამწუხაროდ ბევრ ადამიანს, მათ შორის - ახალგაზრდებსაც, აღენიშნება დეპრესიული მდგომარეობა. მინდა, მათ ჩემი რჩევით დავეხმარო. უპირველესად საკუთარი თავის იმედი იქონიონ, შეინარჩუნონ პიროვნულობა - ეს უმთავრესი ამოცანაა, რადგან დეპრესიული სინდრომი ფსიქიკის დათრგუნულობაზე მიგვანიშნებს. ამ მდგომარეობამდე კი ახალგაზრდები მიდიან კომპიუტერის ხანგრძლივი მოხმარებით, სხვადასხვა ენერგო და ფსიქოსტიმულატორით, მატერიალური დაუკმაყოფილებლობით და ახლობლების უყურადღებობით.
ამიტომ დეპრესიის მკურნალობის დაწყებას გირჩევთ არა ანტიდეპრესანტებით, არამედ ცხოვრების წესის კარდინალური შეცვლით. კარგი იქნება, თუ გაემგზავრებით სოფლად ან აგარაკზე. სუფთა ჰაერი, ყოველდღიური ფიზიკური აქტივობა დაგეხმარებათ სულიერი მდგომარეობის ნორმალიზებაში.

წარმატებული მკურნალობისთვის აუცილებელია სიგარეტზე, ალკოჰოლზე, ყავაზე, საკვები დანამატების შემცველ პროდუქტებზე უარის თქმა. მოვერიდოთ ყოველგვარ უარყოფითს, კომპიუტერსა და ტელევიზორთან ხანგრძლივად ჯდომას.

დილით, უზმოზე, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, მიიღეთ სამკურნალო ბალახების ნაყენი:
  • აიღეთ 1 ჩაის კოვზი ბარამბო, 1 სუფრის კოვზი ნეგო და ფარსმანდუკი. დაასხით 1 ლიტრი მდუღარე წყალი, გააჩერეთ ნახევარი საათი, გადაწურეთ და მიიღეთ.

  • ღამით, ძილის წინ, მიიღეთ 2 აბი ვალერიანი. ეს ათანაბრებს ფსიქიკის აგზნებისა და დამუხრუჭების პროცესებს.

სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი
სტატიის წყარო:2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი