მიირთვით ეს ნარევი ძილის წინ და ქვენ გაისუფთავებთ ორგანიზმს ყველაფრისგან, რაც ჭამეთ...

მიირთვით ეს ნარევი ძილის წინ და ქვენ გაისუფთავებთ ორგანიზმს ყველაფრისგან, რაც ჭამეთ...
ორგანიზმის ტოქსინებისგან გაწმენდისთვის, მეტაბოლიზმის დაჩქარებისა და გახდომისთვის ყველაზე მეტად გამოგვადგება ნატურალური დეტოქს-სასმელები. პრობლემის კომპლექური გადაჭრისთვის ხანდახან მხოლოდ სპორტი და კვება არაა საკმარისი.

გამწმენდი სასმელების შემადგენლობაში ხშირად შედის კოჭა და ლიმონი. ყველასთვის ცნობილია, რომ ეს პროდუქტები გახლავთ ძლიერი ცხიმისმწველები. აი, ოხრახუშის სასარგებლო თვისებების შესახებ კი, ცოტას თუ სმენია. არადა, იგი სპორტულ ცხიმისმწველებზე უკეთ გვეხმარება გახდომაში. რატომ მოვიწამლოთ თავი ქიმიით, თუკი შეგვიძლია მივიღოთ ნატურალური საშუალებები? ეს იაფიცაა და სასარგებლოც!

გამწმენდი კოქტეილი



ინგრედიენტები

  • ნახევარი ლიმნის წვენი
  • 1 კონა ოხრახუში
  • 1 ჩ/კ დარიჩინის ფხვნილი
  • 0,5 ლ წყალი




მომზადების წესი

ყველა ინგრედიენტი ატქვიფეთ ბლენდერით. მიიღეთ კოქტეილი ყოველ საღამოს, ძილის წინ რამდენიმე საათით ადრე. შედეგი არ დააყოვნებს!

სასმელის მიღების კურსი შეადგენს 2 კვირას. სასარგებლოა, თუ ამ პერიოდში რამდენიმე განტვირთვის დღეს მოიწყობთ. მაგალითად, პირველ, მეშვიდე და ბოლო დღეს. ეს გულისხმობს დაბალკალორიული და სასარგებლო პროდუქტების მიღებას. უარი არ თქვათ ხილსა და ბოსტნეულზე. მიეძალეთ დიეტურ ბურღულეულს.



მოცემული სასმელი ეფექტურია, რადგან ოხრახუში შელს უწყობს ცხიმოვან ცვლას ქსოვილებში, გამოაქვს ორგანიზმიდან ზედმეტი სითხე, აქრობს შეშუპებას.

უკუჩვენება აქვს ორსულებისთვის და მათთვის, ვისაც აწუხებს შარდის ბუშტისა და თირკმლის დაავადებები. სასმლის მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან.

სინამდვილეში მეტაბოლოზმის დაჩქარება ადვილია, საკმარისია იცხოვროთ სწორი სცოვრების წესით და ვიტამინებით გაიმდიდროთ რაციონი. ნატურალური დეტოქს-კოქტეილები - ეს ისა, რაც გჭირდებათ დიეტის დროს, ვიტამინების ნამდვილი ბომბი. შეინახეთ ამ სასარგებლო სასმლის რეცეპტი. ის აუცილებლად გამოგადგებათ!