ბროლის ბალახი ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას და აფერხებს უკვე დაწყებული კატარაქტის პროგრესირებას

ბროლის ბალახი   ხელს უწყობს  ჭრილობების  შეხორცებას და  აფერხებს  უკვე დაწყებული  კატარაქტის  პროგრესირებას
ჟუნჟრუკო უბრალო, მოკრძალებული მცენარეა, თუმცა მეცნიერები მას სტელარია მედიას - საშუალო ზომის ვარსკვლავს უწოდებენ. ვინც მას იცნობს, დამეთანხმება, რომ მისი ყვავილები მართლაც ძლიერ წააგავს მცირე ზომის ვარსკვლავებს. წვიმის შემდგომ სტელარია ბროლის მცენარეს ემსგავსება, რადგან მის ღეროებზე წვიმის წვეთები რჩება და მზეზე ძვირფასი ქვებივით ანათებს. ბევრისგან გამიგონია ჟუნჟრუკოზე, ნეტავ ეს საშინელი სარეველა ამომაძირკვინაო. რა იციან, რომ მას შესანიშნავი სამკურნალო თვისებები აქვს. ჟუნჟრუკოს გამოყენება გვიან შემოდგომამდე შეიძლება, თუმცა ყველაზე მეტად ადრე გაზაფხულზე სჯობს. იგი აუმჯობესებს გულის მუშაობას, აწესრიგებს ნერვული სისტემის ფუნქციებს, ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას და აფერხებს უკვე დაწყებული კატარაქტის პროგრესირებას.

  • აიღეთ ჟუნჟრუკო, გამოწურეთ წვენი და ჩაიწვეთეთ 2 - 3 წვეთი დღეში 2 - 3 - ჯერ თითოეულ თვალში დიაბეტური რუტინოპათიისა და კატარაქტის დროს.

სისხლში ჰემოგლობინის დონის ასაწევად ნახარშის სმაა საჭირო, რომელიც ასე მზადდება:
2 სადილის კოვზ გამომშრალ ბალახს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, 10 წუთით შემოდგით ნელ ცეცხლზე და გადაწურეთ. მიიღეთ 1/4 ჭიქა დღეში 2- 3- ჯერ, ჭამამდე. ახალმოკრეფილი ჟუნჟრუკო შეგიძლიათ კარგად გარეცხოთ და პირდაპირ მიირთვათ. ნახარში რეკომენდებულია იმ ქალებისათვის, რომელთაც კრიტიკულ დღეებში ძლიერი ტკივილები აქვთ. ასეთ დროს ნახარში უნდა სვათ ზემოთ მითითებული წესით, ოღონდ დაიწყოთ კრიტიკული დღეების დადგომამდე 2 - 3 დღით ადრე.

გაითვალისწინეთ: საჭმელად და სამკურნალოდ ვარგისია მხოლოდ მომრგვალოფოთლებიანი ჟუნჟრუკო. მისი მეორე ნაირსახეობა, რომელსაც ლანცეტისებრი, მოგრძო ფოთლები და გაცილებით დიდი ყვავილები აქვს, შხამიანი და სამკურნალოდ უვარგისია.
სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი
სტატიის წყარო:2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი