თიხა - ეს საოცარი საშუალება პირველი წამალია ჩემთვის.

ხალხური მედიცინა ყოველთვის მიტაცებდა. ვშიმშილობდი სხვადასხვა მეთოდით, რეგულარულად ვიწმენდდი ორგანიზმს, ვიტარებდი სუნთქვით ვარჯიშებს. ამით ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მრავალი პრობლემა მოვიგვარე. ორიოდე წელია, თიხით და მისი სამკურნალო თვისებებით დავინტერესდი, გამოვცადე და დღეს ეს საოცარი საშუალება პირველი წამალია ჩემთვის. გარეგანი მოხმარებისთვის ჩვეულებრივი თიხის გამოყენებაც შეიძლება, შინაგანად მისაღებად კი უმჯობესია იგი აფთიაქში შეიძინოთ. სამკურნალო მიზნით თიხა უნდა ჩადოთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით ცივი წყალი და დადგით მზეზე. პერიოდულად მოურიოთ და მოზილოთ ისე, რომ მან საჭირო რაოდენობით ტენი შეიწოვოს. მასამ უნდა მოგაგონოთ სქელი ცომი. ვიყენებთ მხოლოდ ცივ თიხას.

  • ანგინის დროს 1 ჩაის კოვზი თიხა გახსენით 1 ჭიქა თბილ წყალში და დღეში რამდენჯერმე გამოივლეთ ყელში.

  • ტრავმის, დაჟეჟილობის, სისხლჩაქცევის დროს აიღეთ თიხის ნაჭერი და დაიდეთ ნატკენ ადგილას, დაიმაგრეთ დოლბანდით. რამდენიმე საათის შემდეგ შეშუპება გაქრება და ტკივილიც დაიკლებს.

  • თიხის კომპრესები შვებას ჰგვრის ქვედა კიდურებს გაგანიერებული, ვარიკოზული ვენების დროს. უხდება დამწვრობასაც.

  • თიხის კომპრესებმა უფრო ეფექტიანად რომ იმოქმედოს, გამოყენების წინ ახალმომზადებულ თიხას უნდა დაამატოთ 2 - 3 სადილის კოვზი ვაშლის ძმარი და კარგად მოურიოთ.