მეზობელი ექიმის დახმარებით გაციებას, სურდოს და შემაწუხებელ ხველას ამ საშუალებებით დავაღწიე თავი

მეზობელი ექიმის დახმარებით გაციებას, სურდოს და შემაწუხებელ ხველას ამ საშუალებებით  დავაღწიე თავი
მოგეხსენებათ, შემოდგომა და ზამთარი ვირუსული ინფექციების პერიოდია. როგორც კი აცივდებოდა, ჩემს მეუღლეს მაშინვე ინფექცია ხვდებოდა. ზოგჯერ ბავშვებიც მხარს აუბამდნენ ხოლმე... აფთიაქში წამლების ყიდვას ვერ ავუდიოდი. მაგრამ მათ ხველასა და სურდოს ვერ ვშველოდი. ჩაცხრებოდა, ცოტა ხნის შემდეგ კი თავიდან იწყებოდა. თან მედიკამენტებიც ისეთი ძვირია... ჩვენს ოჯახს ამდენის თავი ნამდვილად არ აქვს. ბოლოს და ბოლოს მივმართე ჩემს მეზობლად მცხოვრებ ექიმს, რომელიც, გარდა წამლებისა, ხალხური საშუალებებითაც არაჩვეულებრივად მკურნალობს თავის პაციენტებს. მან ჩემი სატკივარი გულთან მიიტანა და ბევრი ხალხური რეცეპტი მასწავლა. მინდა, ზოგიერთი მათგანი მისი თანხმობით თქვენს მკითხველსაც გავაცნო - ეგებ მათაც გამოადგეთ.

  • სურდოს დროს: აიღეთ 2 სუფრის კოვზი ჭარხლის წვენი, გააზავეთ იმავე ოდენობის ადუღებული წყლით და დღეში რამდენჯერმე ჩაიწვეთეთ 2 - 3 წვეთი ორივე ნესტოში.

  • ხველის დროს ძალიან კარგია ასეთი სასმელი: მოხარშეთ ნახევარ ლიტრ რძეში საშუალო ზომის ხახვი და დაამატეთ ერთი კოვზი თაფლი. ეს ნარევი მიიღეთ ღამით, ძილის წინ. ძალიან გემრიელია, ხახვის სუნი საერთოდ არ აქვს და ბავშვებიც კი ძალიან ადვილად სვამენ. ამის შემდეგ მშრალი ხველა ძალიან რბილდება და სწრაფად გაივლის.

  • გაჭედილი ცხვირის გასაწმენდად მიმართეთ ასეთ მეთოდს: მდუღარე წყალში დანის წვერით ჩააგდეთ ვიეტნამური ბალზამი "ოქროს ვარსკვლავი", თავი ჭურჭელზე დახარეთ, გადაიფარეთ პირსახოცი და ისუნთქეთ ჭიქიდან ამომავალი ორთქლით. რამდენიმე წუთის შემდეგ სურდო გაივლის, თითქოს არც კი ყოფილაო, თუმცა შემდეგ შეიძლება ცხვირით სუნთქვა გაგიჭირდეთ. ეს მეთოდი ძლიერმოქმედია, ამიტომ მისი ხშირად გამოყენება არ შეიძლება.

  • ხანგრძლივი ხველის დროს ვიკეთებ მდოგვის "ნამცხვარს": რამდენიმე ფენა გაზეთზე ვაფენ მდოგვის საფენებს, ოდნავ ვასველებ, ზემოდან ვაფარებ რამდენიმე ფენა გაზეთს, ამ "ნამცხვარზე" ზურგით ვწვები და ვიძინებ. ღამით მდოგვის საფენები გამოყოფს მუდმივ, მაგრამ სუსტ სითბოს, რომელიც ათბობს ბრონქებს, მაგრამ არ წვავს კანს. თუ ღამით წიწკნამ გაგაღვიძათ, საფენი მოიცილეთ. პროცედურა არ გაიმეოროთ მეორე დღეს - უმჯობესია რამდენიმე დღიე შეისვენოთ. 1 - 2 პროცედურა საკმარისია, რომ უკეთესობა იგრძნოთ.

სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი
სტატიის წყარო:2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი