ნივრის ზეთი სისხლძარღვების გამაფართოებელი არაჩვეულებრივი საშუალებაა, ის უხდება ქოშინს და ძალიან ეფექტურია სკლეროზის დროს.

ცნობილ გამოთქმას: "ყველა დაავადება ნერვებიდან მოდის" - ერთ სიტყვას დავამატებდი: "სისხლძარღვებიდანაც". სისხლძარღვების მდგომარეობაზეა დამოკიდებული არტერიული წნევა, გულის მუშაობა და ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობა. ამიტომაც, როგორც კი პენსიაზე გავედი, გადავწყვიტე, ამიერიდან საკუთარ ჯანმრთელობაზე უფრო მეტად მეფიქრა -ხომ გაგიგონიათ, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროსო. მეუღლე დამცინოდა, შენს ასაკში კაცი ავადმყოფობის პროფილაქტიკაზე კი არა, იმ ქვეყნად წასვლაზე უნდა ფიქრობდესო, მაგრამ მალე მიხვდა, რომ ცდებოდა და თვითონაც მომბაძა.

აი, რაში მდგომარეობს ჩემი საიდუმლო: ყოველ შემოდგომაზე ვიტარებ ნივრის ზეთით მკურნალობის კურსს. ვიღებ ერთ თავ საშუალო ზომის ნიორს, ვფცქვნი, ვჭყლეტ და ვასხამ ერთ ჭიქა არარაფინირებულ მზესუმზირის ზეთს. ვდგამ მაცივრის ქვედა თაროზე, ერთ კვირას ვტოვებ და ვიწყებ მკურნალობას.

ნივრის ზეთი  სისხლძარღვების გამაფართოებელი  არაჩვეულებრივი საშუალებაა, ის უხდება ქოშინს და ძალიან ეფექტურია სკლეროზის დროს.

მიღების წესი ასეთია:
ნივრის ზეთი უნდა გააზავოთ ერთ ჩაის კოვზ ლიმონის წვენში, რომელიც უშუალოდ მიღების წინ უნდა გამოიწუროს, და დალიოთ. ნარევი მიიღეთ დღეში სამჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. მკურნალობის კურსი გრძელდება ერთიდან სამ თვემდე.


ეს სისხლძარღვების გამაფართოებელი არაჩვეულებრივი საშუალებაა, ხსნის თავის ტვინისა და მკვებავი სისხლძარღვების სპაზმს, უხდება ქოშინს და ძალიან ეფექტურია სკლეროზის დროს. მის მოქმედებას მკურნალობის დაწყებისთანავე იგრძნობთ.
რასაკვირველია, ჯანმრთელობაზე მუდამ უნდა იზრუნოთ, მაგრამ სისხლძარღვებს ყველაზე მეტი ყურადღება შემოდგომასა და გაზაფხულზე, ატმოსფერული წნევის ცვალებადობისას სჭირდება.