ათეროსკლეროზის მკურნალობის ხალხური მეთოდები

ათეროსკლეროზის  მკურნალობის  ხალხური მეთოდები
ჭარბ წონასთან ბრძოლა, ცხოვრების აქტიური წესი და დიეტა რომ საუკეთესო მეთოდებია ათეროსკლეროზის საწინააღმდეგოდ, დიდი ხანია ცნობილია. ექიმი წლების განმავლობაში მირჩევდა, შემეზღუდა შაქარი, ტკბილეული, მოვრიდებოდი ქოლესტერინით მდიდარ საკვებს - ტვინს, კვერცხის გულს, ხიზილალას, ცხიმიან ხორცსა და თევზს, მარილსა და ექსტრაქტულ ნივთიერებებს (ბულიონს). ამასთან ერთად, ხალხურ რეცეპტებსაც წარმატებით ვიყენებდი. აი რამდენიმე მათგანი:

  • საჭიროა წითელი სამყურას აყვავებული, დაფოთლილი ტოტები, შეგროვებული ყვავილობის დასაწყისში. 40 გრამ ნედლეულს დაასხით 500 გრამი არაყი, დააყენეთ 2 კვირის განმავლობაში, გადაწურეთ, მიიღეთ 20 გრამი სადილის ან ძილის წინ. მკურნალობის კურსია 3 თვე ათდღიანი შუალედით. 6 - 7თვის შემდეგ კურსი შეიძლება გაიმეოროთ. მიიღება, როდესაც ათეროსკლეროზს თან სდევს თავის ტკივილი და ყურებში შუილი.

  • ყოველდღე მიიღეთ უზმოზე 200 - 300 მლ ცხელი ცხელი ანადუღარი წყალი (ისეთი ტემპერატურისა, როგორსაც გაუძლებთ ). ის წმენდს სისხლძარღვებს და ორგანიზმიდან გამოაქვს მავნე ნივთიერებები.

  • მოხუცებულთა სკლეროზის შესამსუბუქებლად კარგია კულმუხოს ფესვის ნაყენი: 40 გრამს დაასხით ნახევარი ლიტრი არაყი, 10 დღით დააყენეთ ბნელ, გრილ ადგილას, მიიღეთ დღეში 1 ჩაის კოვზი. კურსი თვენახევარს გრძელდება.

  • სკლეროზის დროს ეფექტურია ოხრახუშის ნაყენიც.

  • თავია ტვინის სკლეროზის დროს მიიღეთ ქრისტესისხლას ნაყენი - 3 ჭიქა (200 მლ ) დღეში.

  • თავის ტვინის სისხლძარღვების სკლეროზის დროს ასევე რეკომენდებულია ასფურცელასფესვის ნახარში: 200 გრამი ფესვი 2 საათს ადუღეთ 0,5 ლიტრ წყალში. მიიღეთ 1 ჩაის კოვზი დღეში 3 - ჯერ, ჭამამდე.

სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი
სტატიის წყარო:2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი