ფეხებზე უხეში კანი გაქვთ? ამ საშუალების მიღების შემდეგ გაგიქრებათ ნახეთქები და კოჟრები!

ფეხებზე უხეში კანი გაქვთ? ამ საშუალების მიღების შემდეგ გაგიქრებათ ნახეთქები და კოჟრები!
მას შემდეგ, რაც აღმოვაჩინე ეს რეცეპტი, მე აღარ ვატარებ ექპერიმენტებს. ეს საშუალება ნამდვილად საჩემოა!

უხეში კანი ფეხზე - ხშირად სოკოვანი ინფექციის, ორგანიზმში საკვები ნივთიერებების ნაკლებობის, არაკომფორტული ფეხსაცმლის ტარების, ან ენდოკრინული სისტემის დარღვევების შედეგია.

ბაზარზე უხვადაა ფეხის მოვლის საშუალებები. მათგან იაფფასიანებს საეჭვო შემადგენლობა აქვს, ხოლო ბუნებრივი ინგრედიენტებით დამზადებულები საკმაოდ ძვირი ღირს.

ერთხელაც მივხვდი, რომ აზრი არ აქვს ამხელა თანხების ხარჯვას. ამისათვის საჭირო ინგრედიენტები ხომ ყველას ხელთ გვაქვს. ამიტომ, გადავწყვიტე გამოვიყენო ნატურალური რეცეპტი.

თუ თქვენ შეატყობთ, რომ ნახეთქები, კოჟრები და უხეში კანი არ გაგიქრათ რაღაც პერიოდის შემდეგ, უმჯობესია მიმართოთ ექიმს, რომელიც დაადგენს ძირითად მიზეზს.

თუმცა, თუ თქვენ გსურთ უხეში კანის პრობლემა სახლის პირობებში მოაგვაროთ, ჩვენ გაჩვენებთ მარტივ მეთოდს, რომელიც ჯადოსნურად იმოქმედებს.

რეცეპტი!

ინგრედიენტები:

  • 1 კვერცხის გული
  • 1 ჩ/კ ზეითუნის ზეთი
  • 1 ჩ/კ ლიმნის წვენი


მომზადების წესი:

აურიეთ ინგრედიენტები თასში, სანამ არ მიიღებთ ერთგვაროვან მასას.

მოხმარების წესი:

წაისვით მიღებული პასტა დაზიანებულ უბნებზე და შეიხვიეთ. გაიჩერეთ 20-30 წუთი, ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

პროცედურის ბოლოს არ დაგავიწყდეთ, წაისვათ თქვენი საყვარელი დამატენიანებელი საცხი. მალე თქვენი ფეხები იდეალურად გლუვი გახდება!

საუკეთესო შედეგის მისაღწევად, ჩაიტარეთ ეს პროცედურა კვირაში სამჯერ ერთი თვის განმავლობაში.

პროცედურის შემდეგ კარგი იქნება თუ ფეხებს დაიმუშავებთ სკრაბით. შემდეგ დაასვენეთ 5 წუთი და შეიზილეთ საცხი.

არ დაგავიწყდეთ, ამ ხალხური საშუალების გამოყენებამდე საჭიროა ექიმთან კონსულტაცია!