აიმაღლეთ იმუნიტეტი და გათავისუფლდით უამრავი დაავადებისაგან!

ეს ბევრად უკეთესია, ვიდრე წამლებით სავსე აფთიაქი!

მათ აქვთ თვისებები, რომლებსაც შეუძლიათ:

  • ენერგიით უზრუნველყოფა
  • მონელების გაუმჯობესება
  • იმუნიტეტის გაძლიერება
  • ნივთიერებათა ცვლის გაუმჯობესება


ნებისმიერი ვინც არის მკურნალობის ალტერნატიული მეთოდების მომხრე, იცის რომ სწორი კვება წარმოადგენს მრავალი დაავადების თავიდან აცილების საიდუმლოს.
იცხოვრე აქტიური ცხოვრების წესით, სწორად იკვებე და იყავი ჯანმრთელი!
საჭიროა ბალანსი და ცოდნა, იმისათვის, რომ გესმოდეთ რა და როგორ უნდა მიირთვათ.
ნახშირწყლები, ცილები და ცხიმები რაციონში მნიშვნელოვანია, მაგრამ ისინი უნდა მიიღოთ ზომიერად.
არსებობს ჯანსაღი ცხიმი და სხეული საჭიროებს მას, რათა გამოიმუშაოს ჰორმონები და აიძულოს ისინი იმუშაონ ჯანმრთელობის გაუმჯობესებისათვის.
თუ თქვენ ამოღებული გაქვთ რაციონიდან ცხიმი, მაშინ თქვენი ორგანიზმი განიცდის ჰორმონალურ დარღვევებს.
ადამიანის ორგანიზმი საჭიროებს ცხიმს უჯრედების რეკონსრტუქციისათვის.

დააბალანსეთ კვება და გაეცანით პროდუქტების ჩამონათვალს, რომელიც რეკომენდირებულია თითოეულ კატეგორიაში.
  1. ცილები[/b]
    • ცერცვი, ბარდა, ლობიო და ოსპი მომზადების წინ რამოდენიმე საათით მოათავსეთ წყალში.
    • თესლი ( გოგრა, სეზამი და სელი )
    • კვინოა
    • წიწილა, ინდაური და საქონლის ხორცი
    • კვერცხი
    • თევზი




  2. ცხიმები
    ქოქოსის ზეთი, შედგება ლაუნირის მჟავისაგან, რომელიც აუცილებელია კანის უჯრედების აღსადგენათ, ორგანიზმში ჰორმონების ბალანსის შესანარჩუნებლად.
    ქოქოსის ზეთი აგრეთვე აქტიურად კლავს მანვე ბაქტერიებსა და ვირუსებს ორგანიზმში. იგი ენერგიის წყაროა, აუმჯობესებს საკვების გადამუშავებას და აჩქარებს მეტაბოლიზმს, რაც აქტიურად ეხმარება წონის დაკლებაში.
    ავოკადო - ჯანსაღი ცხიმების წყაროა, რომელიც ეხმარება ორგანიზმს სრულყოფილად მუშაობაში. იგი შეიცავს ბოჭკოებს, კალიუმს, მაგნიუმს, ვიტამინ E-ს, B-ს და ფოლიუმის მჟავას, რომელიც აუცილებელია ჰორმონალური ბალანსისათვის.
    - ერბო, რომელიც არ შეიცავს ლაქტოზას, მდიდარია ცხიმის დამშლელი ვიტამინებით, ისეთები როგორიცაა ვიტამინი A, D, E და K2. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნივთიერებებია ჰორმონების გამოსამუშავებლად.
    - კვერცხის გული შეიცავს დიდი რაოდენობით ვიტამინებსა და მინერალებს: A, D, E, B2, B6, B9, რკინა, კალციუმი, ფოსფორი და კალიუმი რომლებიც აუცილებელია ორგანიზმისთვის ჰორმონალური ბალანსის შესანარჩუნებლად.
    - ნიგოზი და არაჟანი შეიყვანეთ ყოველდღიური კვების რაციონში ჩავამატოთ, რადგან ისინი სასარგებლო ცხიმების, მინერალებისა და ვიტამინების მდიდარე წყაროა.


  3. ბოსტნეული
    • მუქი მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული, როგორიცაა ბროკოლი, ისპანახი, ოხრახუში, კომბოსტო, ნიახური და მრავალი სხვა - შესანიშნავი ვარიანტია.
    • სალათი ფერადი ბოსტნეულისაგან, როგორიცაა მწვანე, წითელი და ყვითელი წიწაკა, კიტრი, წითელი ან თეთრი ხახვი, პომიდორი და სტაფილო.
    • ბოლქვები და ძირები, როგორიცაა ტკბილი კარტოფილი, ჭარხალი, სტაფილო და ბოლოკი.

    ეს ყველა ის პროდუქტია, რომელიც უნდ მიიღოთ ყოველდღე.




შეგიძლიათ რაციონში დაამატოთ სანელებლები:
  • დარიჩინი ( ცეილონის )
  • კურკუმა
  • კაიენის წიწაკა
  • ნიორი
  • კოჭა
  • ხრენი
  • მდოგვი
  • როზმარინი
  • მწარე წითელი წიწაკა
  • შავი წიწაკა


ყველაფერი ეს გამოგისწორებთ ხასიათს, გაგალამაზებთ და მოგმატებთ ენერგიას!