სამკურნალო მცენარე, რომელიც გაგისუფთავებთ მთელს ორგანიზმს!

ამ მცენარის სამკურნალო ძალა გაგაოცებთ!ვისაუბროთ სამკურნალო ხილის - ავოკადოს შესახებ. ავოკადოს ნაყოფი, ფოთლები და კურკა - ყველაფერი გამოიყენება.
დიაბეტის მქონე ადამიანებისათვის რეკომენდირებულია ავოკადოს მიღება 15 დღის განმავლობაში:
  • დააქუცმაცეთ და მიიღეთ ნახევარი ავოკადო ჭამამდე 30 წუთით ადრე.
  • ჭამის შემდეგ დალიეთ ავოკადოს ფოთლებისაგან დამზადებული უშაქრო ჩაი.
  • ავოკადოს ფოთოლი აგრეთვე ემსახურება ღვიძლის გაწმენდას.


ღვიძლის პრობლემების დროს მიიღეთ ავოკადოს ფოთლებისაგან დამზადებული ჩაი.
  • სვით ნელ-ნელა მთელი დღის განმავლობაში. კურსი 15 დღე.


თავის ტკივილის დროს ავოკადოს თბილი ფოთლებისაგან თავზე გაიკეთეთ კომპრესი.
ჩაი ყოველთვის დაამზადეთ გამშრალი ფოთლებისაგან, რადგან ახალი ფოთლები იწვევს გულის აჩქარებას.

ტონზილიტის მკურნალობისას ყელში გამოივლეთ ავოკადოს ფოთლებისაგან დამზადებული ჩაი.

რევმატიზმის, ართრიტისა და სახსრების ტკივილის დროს
  • აიღეთ შუშის ქილა (500 მლ),
  • გახეხეთ ნახევარი ავოკადო, ორი კბილი ნიორი და დაასხით ეთილის სპირტი.
  • დააყენეთ 48 საათის განმავლობაში. შემდეგ გაწურეთ და შეინახეთ ბნელ ადგილას.
  • შეიზილეთ ეს ნაყენი სახსრებზე და მტკივან ადგილებზე 2-3-ჯერ დღეში.


ახალი ფოთლებისგან დამზადებული ჩაი, კარგი საშუალებაა თირკმლებისა და ნაღვლის ბუშტის გაწმენდისთვის. წინა მენსტრუალურ პერიოდში ეს ჩაი დაგეხმარებათ ტკივილის შემცირებაში. ის აგრეთვე მშვენიერი საშუალებაა ანგინის და ხმის ჩახლეჩვის დროს.

ავოკადოს ფოთლები ასევე დაგეხმარებათ ვენების ვარიკოზული გაგანიერების დროს.

ჩაის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
  • 500 მლ. გაფილტრული წყალი,
  • 1 ს/კ დაჭრილი ავოკადოს მშრალი ფოთლები.



მომზადების და გამოყენების წესი:
  1. წყალი აადუღეთ, ჩაყარეთ ფოთლები, დაახურეთ თავი და დაელოდეთ გაგრილებას.
  2. მიიღეთ დღეში 2-3 ფინჯანი 30 დღის განმავლობაში.