მხედველობის გაუმჯობესების 10 დამტკიცებული მეთოდი. ის დროა, დაემშვიდობოთ სათვალეს!

ცუდი მხედველობა - ჩვენი დროის უბედურებაა. მეც ვერ დავიკვეხნი მახვილი თვალით, რადგან ახლომხედველი ვარ. ამის პირველი წინაპირობები ჯერ კიდევ სკოლის დროს არსებობდა: მეორე სმენა, ხელოვნური განათების ქვეშ დიდი ხანი ჯდომა საშინაო დავალებების გასაკეთებლად. ისიც მახსოვს, ზამთარში საღამოობით ხშრად თიშავდნენ დენს და გაკვეთილების მომზადება სანთლის შუქზე გვიხდებოდა.

შემდეგ უნივერსიტეტი. სათვალეს მაშინ ჯერ კიდევ არ ვატარებდი, მაგრამ მხედველობა უკვე იწყებდა გაუარესებას. საკურსო, სადიპლომო ნამუშევარი, სამაგისტრო ნაშრომი... შემდგომ სამსახური, სადაც მთავარი სამუშაო ინსტრუმენტი კომპიუტერია.



ხშირად სამუშაო დღის ბოლოს თვალები მტკივა და გამომშრალი მაქვს, ხოლო მზეზე გასვლისას შუქი თვალს მჭირს.

მხედველობის აღდგენის მეთოდები

რაც თავი მახსოვს, სულ ეს კითხვა მაწუხებს: შესაძლებელია, თუ არა მხედველობის აღდგენა ოპერაციის გარეშე. და, მე ვიპოვე ეს მეთოდი, რომელიც ეფუძნება იმ პრინციპს, რომ თუ არ ვავარჯიშეთ კუნთი, ის დასუსტდება.

ისევე როგორც სხეულის ნებისმიერ კუნთს, თვალისასაც სჭირდება ვარჯიში.

ჩვენ გთავაზობთ 10 სხვადასხვა მეთოდს იმისათვის, რომ გაიუმჯობესოთ მხედველობა. ეს რჩევა ყველამ უნდა გაითვალისწიონოს!

  1. შეეცადეთ თავი აარიდოთ თვალის ზედმეტად გადაღლას დღის მანძილზე. ყოველ 3 საათში დახუჭეთ თვალები და დატკბით სიმშვიდით.



  2. ამ 16 სავარჯიშოს ვაკეთებ ყოველ დღე და თქვენც გირჩევთ. უკვე 2 კვირაში ნათლად დაინახავთ შედეგს.




  3. თუ თქვენ გამუდმებით ატარებთ სათვალეს, შეეცადეთ მაინც დრო ცოტათი შეამციროთ. ხშირად მოიხსენით, ამით თვალის კუნთებს აიძულებთ იმუშაონ.




  4. თქვენი თვალები ასევე საჭიროებენ მასაჟს. გაიკეთეთ ნაზი წრიული მოძრაობებით, როგორც ნაჩვენებია სურათზე. თვალის კაკალზე დასაჭერად გამოიყენეთ საჩვენებელი, ან შუა თითი. პროცესისას თქვენ უნდა იგრძნოთ ზეწოლა და არა ტკივილი.




  5. ქუჩაში სეირნობისას და თუ გინდ, გზად სამსახურიდან სახლისკენ, შეეცადეთ იყუროთ სადმე შორს.




  6. შეიყვარეთ სტაფილოს წვენი, დალიეთ რაც შეიძლება ხშირად, სასურველია ყოველ დღე. თუ გსურთ მაქსიმალური ეფექტის მიღწევა, დაამატეთ ჭიქაში 2 წვეთი ზეითუნის ზეთი. ის გემოს არ გაუფუჭებს, ხოლო თვალისთვის საჭირო ნივთიერებების შეთვისებას კი იდეალურად შეუწყობს ხელს.




  7. თუ საღამოს გრძნობთ, რომ თვალები ძალიან გადაღლილი გაქვთ, ჩაიწვეთეთ ალოე ვარას წვენი ჩვეულებრივი თვალის წვეთების მაგივრად. თუმცა ამ ბუნებრივი საშუალების გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან.




  8. ნუ შემორჩებით კომპიუტერის, სმარტფონის, ან ტელევიზორის ეკრანთან დაძინებამდე 2 საათის განმავლობაში.




  9. როდესაც თვალები გადაგეღლებათ, დაიბანეთ ისინი თბილი წყლით.




  10. სცადეთ ინდური ვარჯიში "ტრატაკა."

    ამისათვის უნდა მოთავსდეთ ანთებული სანთლის წინ და მთელი ყურადღება და მხედველობა მიაპყროთ მას. ამასთან შეეცადეთ არ დაახამხამოთ თვალი. ობიექტის გამოსახულება მკვეთრად უნდა აღიბეჭდოს თქვენს მეხისერებასა და ტვინში.

    შემდეგ, დახუჭეთ თვალები და კონცენტრირება მოახდინეთ წარბებს შორის ადგილზე. რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნეთ გამოსახულების წერტილი დახუჭული თვალების წინ. მოცემული სავარჯიშო უნდა შეასრულოთ 10 წუთის განმავლობაში.

    ვარჯიშის მიზანი: მივაღწიოთ მკვეთრ გამოსახულებას არამკვეთრი ობიექტის წინაშე მანამდე, სანამ თვალები დაგვეღლება.




    მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორი მხედველობის აღდგენასა და მის შენარჩუნებაში გახლავთ სიზარმაცე. რადგან მნიშვნელოვანია დავიცვათ ეს რეკომენდაციები ყოველდღიურად. მაგრამ, თუ თქვენ ირჩევთ ჯანმრთელობას, მაშინ შეეცადეთ გაითვალისწინოთ და პრაქტიკაში გამოიყენოთ აღნიშნული რჩევები.