ეს კარტოფილის ყველაზე გემრიელი კერძია. მოამზადეთ ის და გააოცეთ ოჯახის ყველა წევრი

ეს კარტოფილის ყველაზე გემრიელი კერძია. მოამზადეთ ის და გააოცეთ ოჯახის ყველა წევრი
კერძის მოსამზადებლად მთავარი ამოცანაა არაჩვეულებრივი არომატი შვუნარჩუნოთ სოკოს და საერთო სურათში ჰარმონიულად ჩავხატოთ მიქლიო, ქამა და სხვა ჯიშები.სოკო მოითხოვს სინაზეს, ამიტომ სუნელები არ უკეთდება, იდეალური ვარიანტია ისინი შევცვალოთ ცოცხალი მწვანილით.

შევეცადოთ ეს კულინარიული ეშმაკობა ცხოვრებაში განვასახიეროთ და კარტოფილით და ნაზი ქამა სოკოთი მოვამზადოთ კერძი, ყველაფერი ძალიან ადვილია:

ინგრედიენტები:

  • ქამა სოკო - 500გრ
  • კარტოფილი - 8ც.
  • ნიახური - 1 კონა
  • ნიორი - 3 კბილი
  • ნაღები - 350მლ.ლ
  • ზეითუნის ზეთი - 3 სადილი კოვზი
  • მარილი - გემოვნებით
  • შავი წიწაკა - გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. სოკო დაჭერით პატარა ნაჭრებად , მოშუშეთ ზეითუნის ზეთზე
  2. კარტოფილი გაასუფთავეთ და დაჭერით მრგვალ ნაჭრებათდ. დაალაგეთ გახურებულ ცხიმიან ტაფაზე, მოაყარეთ მარილი, შავი წიწაკა და მოშუშეთ სანამ კარტოფილი წებოვანი არ გახდება. ნიორი დაჭყლიტეთ პრესში და მოუსვით კარტოფილს, მოასხით ნაღები დაუწიეთ ცეცხლს და მოშუშეთ 5 წუთის განმავლობაში.
  3. გადადეთ კარტოფილი საცხობ ფორმაში დაუმატეთ სოკო და წვრილად დაჭრილი ოხრახუში
  4. 200 გრადუსზე გახურებულ აერღუმელში გამოაცხეთ 20-30- წუთი.
    ნაზი კარტოფილი სოკოთი მიიტანეთ სუფრაზე გარნირის ან მეორე კერძის სახით, ამ იდეას დაგიფასებენ ვეგეტერიანელები, ის არის გერიელი ხორცის გარეშეც კი.