ეს კერძი გულგრილს არავის დაგტოვებთ! საუკეთესო, რისი გაკეთებაც ფარშისგან შეგიძლიათ

გემრიელი კატლეტები გამოდის არა მარტო საქონლის ან ღორის ხიორცისაგან არამედ ინდაურის ფარშისაგანაც, ფარში შეგიძლიათ იყიდოთ მაღაზიაში ან თქვენ თვითონ დაამზადოთ, გირჩევთ აიღოთ ბარკლის ხორცი და ფილე 1:1. ჩვენი ამოცანაა რომ ინდაურის კატლეტი გამივიდეს ნაზი და წვნიანი, ამისათვის გვჭირდება პომიდორი, კარაქი და ყველი.

ინგრედიენტები:

  • ინდაურის ხორცის ფარში - 1კგ
  • კვერცხი - 2ც
  • ბატონი (პური) - 0, 5ც
  • მაიონეზი - 2 სადილის კოვზი
  • რძე - 120 მლ.ლ
  • მარილი - გემოვნებით
  • შავი წიწაკა - გემოვნებით
  • მაგარი ყველი - 250გრ
  • კარაქი - 50გრ
  • პომიდორი - 2ც.
  • ზეთი - 2 სადილის კოვზი

მომზადების წესი:

  1. პური დაალბეთ რძეში, აზილეთ და აურიეთ ფარშში.
  2. დაუმატეთ ფარშს კვერცხი, მაიონეზი, მოაყარეთ მარილი და შავი წიწაკა.
  3. 50 გრ ყველი და კარაქი დაჭერით ნაჭრებათ
  4. ფარში გაყეთ 10-12 ნაწილად, მიეცით კატლეტის ფორმა, შუაში დაუტოვეთ ადგილი და ჩაალაგეთ კარაქი და ყველი და მოახვიეთ ხორცი კოტლეტი
  5. შებრაწეთ კოტლეტი ზეთში 2 წუთი თითო გვერდი. არ მოამზადოთ ბოლომდე
  6. გადმოიღეთ კოტლეტი აერღუმლის ტაფაზე გადმოასხით ცხიმი ტაფიდან, შეგიძლიათ დაუმატოთ ცოტა წყალი
  7. მოალაგეთ კოტლეტებზე თხლად დაჭრილი პომიდორი
  8. მოაყარეთ გახეხილი ყველი და სურვილისამებრ მოასხით მაიონეზი
  9. 190 გრადუსზე გაცხელებულ აირღუმელში მოათავსეთ 30 წუთით

ინდაურის კოტლეტები ქურქში შეგიძლიათ მოამზადოთ პირდაპირ აერღუმელში, ამ შემთხვევაში მომზადების დრო უნდა გაიზარდოს 5-10 წუთით, გასინჯავთ თუ არა ასეთ წვნიან და წელვად ყველიან კატლეტებს , ისეთი გემრიელია, რომ ალბათ აუცილებლად ჩაიწერთ თქვენს კულინარიულ წიგნაკში.