ტორტი ცხობის გარეშე, იოგურტით. სტუმრებიც გავაოცე და ფიგურაც წესრიგშია..

ჟელეთი მომზადებულმა ტორტებმა შეიძლება დაგიკარგოთ ხალისი ჩვეულებრივი ტორტის ცხობისა, რომლებიც გვიან და დიდხანს ცხვება , ასეთივე პრინციპით ცხვება დესერტები აგარ-აგარით, რომელსაც დააგემოვნებინებთ თქვენს ვეგეტარიანელ მეგობრებს.

იოგურტის ტორტი, რომლის რეცეპტსაც FPAPARAZZI-ს რედაქცია თავაზობთ- არა მარტო გემრიელია, არამედ დაბალკალორიულიცაა. თუ თქვენ უფრთხილდებით თქვენს ფიგურას გამოიყენეთ დაბალპროცენტიანი იოგურტი, ხოლო შაქარი შეცვალეთ სტევიათი.

ინგრედიენტები:
  • კივი - 6ც
  • ბანანი - 2ც
  • წყალი - 0,5 ჭიქა
  • იოგურტი - 500 მლ.ლ
  • შაქარი - 70 გრ
  • კარაქი - 70 გრ.
  • ჟელატინი - 25გრ
  • ნამცხვარი- პეჩენია - 200გრ.
  • ლიმონის წვენი - 20გრ


მომზადების წესი:
  1. პეჩენია დააბლენდერეთ , დაუმატეთ დარბილებული კარაქ იდა აურიეთ. გატენეთ მიღებული მასა 22-24სმ დიამეტრიან ფორმაში და შედგით მაცივარში
  2. ჩაუშვით ჟელატინი თბილ წყალში და დააცადეთ რომ შესქელდეს
  3. გათალეთ კივი, დაჭერით კუბებად, ბანანი მრგვლად და დაალაგეთ ნამცხვარზე
  4. მოთქვიფეთ იოგურტი შაქართან ერთად, დაამატეთ ლიმონის წვენი და ნელა დაასხით ჟელატინს- გადმოასხით მასა ხილზე დაშედგით მაცივარში სრულ გაციებამდე

გირჩევთ შემოინახოთ კივის ნაჭრები ცივ ტორტზე შემოსაწყობად, მიართვით სტუმრებს ჭიქა ყავაზე და ისიამოვნეთ, რეცეპტი შეგიძლიად გაუზიაროთ მეგობრებს.