გიყვართ შემწვარი კარტოფილი? ისწავლეთ მისი მომზადება და გაფორმება ახლებურად.

რატომ გვიყვარს შემწვარი კარტოფილი? როდესმე დავფიქრებულვართ? იქნებ იმიტომ, რომ მისი ხრაშუნა კანი და მწვავე გემო, იწვევს სიმაძღრეს, ან იქნებ იმიტომ რომ , ეს მარტივი კერძი ძალიან სწრაფად მზადდება?, ყველა პასუხს თავისი ახსნა მოეძებნება. თუნდაც ვიფიქროთ ჯანმრთელ კვებაზე, ზოგჯერ შეიძლება თავს ნება მივცეთ შემწვარი კარტოფილის მირთმევით განცხრომაში ვიყოთ.

შესაძლოა თქვენ გაქვთ კიდევაც კარტოფილის შეწვის საკუთარი ტექნოლოგია , რეცეპტი. მაგრამ FPAPARAZZI-ს რედაქცია გირჩევთ მაინც მოსინჯეთ ქვემოთ მოყვანილი მეთოდით, ეს არის კარტოფილის შეწვის საშუალება არა ისე როგორც ყოველთვის ვაკეთებთ: კეტჩუპით ან მდოგვით არამედ არაჩვეულებრივი, გემრიელი და უბრალო საწებელით .


ინგრედიენტები:
  • კარტოფილი - 800გრ.
  • მზესუმზირის ზეთი - 1-2 ს/კ
  • არაჟანი - 220გრ.
  • ნიორი - 2 კბილი
  • მარილი - 1 ჩ/კ
  • კამა - 2-3 ჩ/კ
  • დაფქვილი შავი წიწაკა - გემოვნებით


მომზადების წესი:
  1. გათალეთ კარტოფილი, გაჭერით შუაზე, , აიღეთ ნახევარზე გაჭრილი კარტოფილი და დაჭერით სიგანეზე, მხოლოდ ბოლომდე არ ჩაჭრათ, თორემ მომზადების დროს დაიშლება.
    გიყვართ შემწვარი კარტოფილი? ისწავლეთ მისი მომზადება და გაფორმება ახლებურად.


  2. გააცხელეთ მზესუმზირას ზეთი ღრმა ტაფაზე, საშუალო ცეცხლზე, შუაზე გაჭრილი მხარე ქვემოთ მოაქციეთ დააცადეთ რამოდენიმე წუთი, მოუმატეთ ცეცხლს და დააფარეთ თავსახური კარტოფილი არ უნდა დაამარილოთ, არ ახადოთ თავსახური, დაახლოებით 30 წუთის შემდეგ კარტოფილი დაბლიდან შეწითლდება ზემოდან კი იქნება ჩაშუშულივით.



  3. სანამ კარტოფილი იწვება მოამზადეთ საწებელი, ამისათვის საჭიროა არაჟანში ავურიოთ წვრილად დაჭრილი კამა. მოაყარეთ მარილი და შავი წიწაკა, დაჭყლიტეთ ნიორი და აურიეთ ერთმანეთში ძალიან კარგად



  4. მომზადებული კარტოფილი გადაიტანეთ ღრმა ლანგარზე, მოასხით ზემოდან მომზადებული საწებელა და ისიამოვნეთ.



თქვენ შეგიძიათ იტრაბახოთ რომ ამზადებთ არაჩვეულებრივ. ორიგინალურად შემწვარ კარტოფილს , გემრიელია? ეს ძალიან გემრიელია და წარმოუდგენელი! თუ თქვენი კვირა კარტოფილის გარეშე. არ გადის, ისწავლეთ მისი შეწვა არა მარტო მარილით და კარტოფილით , არამედ ზემოთ მოცემული რეცეპტით.