10 პროდუქტი, რომელიც ორგანიზმიდან შლაკებს და ტოქსინებს 2 კვირაში გამოდევნის! ეს დიეტაზე და ვარჯიშზე უკეთესია.

საიდან ჩნდება თქვენს ორგანიზმში ტოქსინები და შლაკები? ადრე ამაზე იშვიათად საუბრობდნენ ვიდრე დღეს. ტოქსინები და შლაკები - ჩვენი ცხოვრების წესის შედეგია. ეს ეხება არამარტო კვების რაციონს არამედ ცუდ ეკოლოგიას და სტრესს. დადგა დრო ორგანიზმის ძირფესვიანი გაწმენდის, ამისათვის დაგჭირდებათ დეტოქს-პროდუქტები, რომელიც კარგად ართმევს თავს ამ ამოცანას.

არანაირი უკიდურესი ზომები არ გჭირდებათ. თქვენს კვებით რაციონში უნდა შეიყვანოთ რედაქცია fpaparazzi-ს მიერ მოწოდებული პროდუქტების ჩამონათვალი. პროცესი ხანგრძლივია, მაგრამ ცვლილებებს მალევე იგრძნობთ.



ჭარხალი


გაგიგიათ თუ არა, რომ ჭარხალს ეძახიან დეტოქსიკაციის დედოფალს? ეს სასარგებლო ბოსტნეული შეიცავს დიდი რაოდენობით პექტინს. სწორედ ისინი გამოდევნიან ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებებს. ამას გარდა ჭარხალი შეიცავს ვიტამინებსა და მინერალებს, რომლებიც სასარგებლოა თირკმლებისთვის, ღვიძლისთვის, ძვლებისთვის და კუნთებისთვის.



მწვანილი


დამტკიცებულია, რომ მწარე და ფოთლოვანი მწვანილი ხელს უწყობს ორგანიზმის დეტოქსიკაციას. იგი შეიცავს დიდი რაოდენობით წყალს, მაგნიუმს და ბოჭკოებს. მაგალითად, კომბოსტო, მდოგვის მწვანილი და ბაბუაწვერა ეხმარება დაამარცხოს დიდი რაოდენობით დაავადებები. მათ შორისაა ღვიძლის, თირკმლის, დიაბეტისა და ნაღვლის ბუშტში კენჭების პრობლემები.

ლიმონი


ეს პროდუქტი შეიცავს ძალიან დიდი რაოდენობით C ვიტამინს. სხვა ვიტამინებისაგან განსხვავებით, ის ნებისმიერ შლაკებსა და ტოქსინებს წყალში ხსნადად გადააქცევს. შედეგად ისინი ორგანიზმიდან უფრო სწრაფად განიდევნებიან, დალიეთ უფრო მეტი ლიმონათი, დაუმატეთ ლიმნის წვენი სალათებში, ასევე ცხელ კერძებში. ხოლო დილა უმჯობესია დაიწყოთ ერთი ჭიქა წყალი, ლიმნითა და თაფლით.

კენკრა


ყველა კენკრა არ შედის დეტოქს პროგრამაში. დიდი ყურადღება მიაქციეთ თეთრეკალასა და ასაის (ევთერაპი). ისინი შეგიძლიათ დაამატოთ კოქტეილში, იოგურტში ან სხვა დესერტებში. თეთრეკალა აუმჯობესებს საჭმლის გადამუშავებას, ეხმარება ჭარბი წონის დაკლებაში. ასაის საკვები ღირებულებები აღემატება ისპანახის, მოცვის, ვაშლისა და ბროწეულისას.


კოჭა


კოჭა ცნობილია ჭარბი რაოდენობის სასარგებლო ნივთიერებით: რკინა, ფოსფორი, კალიუმი, ცინკი, ნატრიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, ვიტამინები A, C, B1 და B2. კოჭას რეგულარული მიღება საკვებ რაციონში ასუფთავებს ადამიანის ორგანიზმს მავნე მიკრო ორგანიზმებისაგან. რაც შეეხება დეტოქსიკაციას დამტკიცებულია, რომ კოჭას გამოყავს ტოქსინები ოფლთან ერთად.