სახის ექსპრეს - ნიღაბი, ნამდვილი ხსნა კანისთვის მნიშავნელოვანი მოვლენების წინ!

ხშირად, ქალები პირობას აძლევენ თავიანთ თავს რომ ღონისძიების დაწყებამდე 1 თვით ადრე მოემზადებიან , მაგრამ რადგან ყოველთვის აქვს სხვა საქმე, დაპირებებს ივიწყებენ და მზადებას 1-2 დღით ადრე შეუდგებიან.

პირველ რიგში წესრიგში უნდა მოიყვანოთ სახე. ამისათვის საჭიროა სწრაფმოქმედი საშუალებები, რომლებიც ცოტა ფული არ ღირს. სამწუხაროდ ყველას არ შეუძლია მათი შეძენა. ამიტომ fpaparazzi-ს რედაქციამ გადაწყვიტა მოგაწოდოთ ეფექტური ექსპრეს - ნიღბის რეცეპტი.
თუ თქვენ დანაოჭებული კანი გაქვთ, არასწორი ზედაპირით, სახე კი შესიებული, ეს საუკეთესო საშუალებაა რომლის გამოყენებაც შეგიძლიათ.







როგორ მოვამზადოთ შინ სახის ექსპრეს - ნიღაბი


ინგრედიენტები:
  • 70 გრ ბრინჯი
  • 50 გრ შვრიის ფანტელი
  • 1 ნიგოზი
  • 1/3 მწიფე ბანანი
  • წყალი



მომზადების და გამოყენების წესი:
  1. ბრინჯი დაფქვით საფქვავში. დაუმატეთ შვრიის ფანტელი და ნიგოზი. ყველაფერი საგულდაგულოდ დაფქვით, მოათავსეთ შესაფერის ჭურჭელში. დაუმატეთ დაჭყლეტილი ბანანი და გადაზილეთ. დაუმატეთ ცოტაოდენი წყალი, ისე რომ საბოლოოდ სქელი მასა მიიღოთ.

  2. სახე კარგად გაიწმინდეთ გვირილის ჩაით და შემდეგ რომელიმე სკრაბით. დაიტანეთ ნიღაბი სახეზე, ნახევარი საათით და შემდეგ ჩამოიბანეთ ჯერ თბილი შემდეგ კი ცივი წყლით. ამის შემდეგ წაისვით დამარბილებელი კრემი.

  3. სახის-ექსპრეს ნიღაბი გადასარევად ჭიმავს სახის კანს. დარწმუნებული ვართ რომ ეს რეცეპტი თქვენც გამოგადგებათ.

გაუზიარე მეგობრებს ამ ჯადოსნური ნიღბის რეცეპტი, რომელიც სწრაფად ეხმარება კანს დაიბრუნოს ახალი და კარგად მოვლილი გარეგნობა!