მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ბებია დედის მხრიდან - ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანია ბავშვის ცხოვრებაში. აი, რატომ...

"ბებია" - რამდენი სასიამოვნო და ტკბილი მოგონება არის ამ ჯადოსნურ სიტყვასთან დაკავშრებული: ყველაზე გემრიელი ბლინები, ტკბილი ძილი, შეხვედრის სიხარული, დაუვიწყარი საზაფხულო თავგადასავლები და კიდევ უამრავი განსაკუთრებული რამ.

ბებიები ჩვენთვის ასოცირდება ზღაპრებთან, ზაფხულთან, ალერსთან, გემრიელ ღვეზელებსა და მურაბასთან.



მე ძლიერ მიყვარს ჩემი ბებიები, ჩემ შვილს კი თავისები. მაგრამ, აი პარადოქსი: რატომღაც მე, როგორც გარეგნულად, ისე ხასიათით, ძლიერ ვგავარ ბებიას დედის მხრიდან, არც დედას და არც მამას. საინტერესოა ისიც, რომ ჩემი გოგონაც ჰგავს ბებიას.

ამ ყოველივეს ჩემ მეგობართან საუბრისას დავაკვირდი. როგორც აღმოჩნდა, მასთანაც იგივე ხდება. მისი ბიჭიც ხასიათით ბებიის ზუსტი ასლია. არც თუ დიდი ხნის წინ კი გავიგე, რომ ამას მეცნიერული ახსნა აქვს.

გენეტიკური კავშირი

როგორც აღმოჩნდა, სწორედ დედის მხრიდან ბებია თამაშობს მნიშვნელოვან როლს ბავშვის ცხოვრებაში. იგი არა მხოლოდ გადასცემს მას აუცილებელ ცოდნას, გამოცდილებას და ჩუქნის სიყვარულს, სითბოსა და მზრუნველობას. მისი კავშირი გაცილებით ღრმაა.



მეცნიერები მიუთითებენ იმასზე, რომ ეს კავშირი ყალიბდება გენეტიკურ დონეზე!

"ცნობილი ფაქტია: ბევშვები გენეტიკურ მასალას მემკვიდრეობით იღებენ არა მშობლების, არამედ ბებიებისა და ბაბუებისგან, ისევე, როგორც მშობლებმა თავიანთი დნმ მიიღეს თავიანთი ბებიებისა და ბაბუებისგან. ამიტომაც ხშირია, როდესაც ბავშვები ჩვენ გარდაცვლილ მშობლებს ემსგავსებიან" - ამბობს გენური ინჟინერიის ერთ-ერთი სპეციალისტი.

ასევე მეცნიერები ამტკიცებენ, რომ გენეტიკური ინფორმაციის უმეტეს ნაწილს ბავშვები სწორედ დედის მხრიდან ბებიებისგან იღებენ!



რა თქმა უნდა, ყველაფერი ფარდობითია და ყველა ოჯახი უნიკალურია. ბავშვი შეიძლება ძალიან ჰგავდეს ბებიას მამის მხრიდან. როდესაც საქმე გენეტიკას ეხება, მოვლენების განვითარების პროგნოზირება ძალზედ რთულია.



თუმცა, ყველა მშობელი უნდა აცნობიერებდეს, რაოდენ დიდ როლს თამაშობენ ნათესავები შვილების ბედ-იღბალში და იმაში, რასაც ეხლა მოდურად "ემოციურ ინტელექტს" ეძახიან.

სპეციალისტები ამტკიცებენ: "იმ ემოციებსაც კი, რასაც ბებია განიცდიდა ორსულობის დროს, შეუძლიათ გავლენა იქონიონ თავიანთი შვილიშვილის განვითარებაზე. მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ, რომ ოჯახი - ეს ერთიანი ორგანიზმია, სადაც ყველა მისი წევრი მჭიდროდაა დაკავშირებული ერთმანეთთან. გენებთან და იმ პოზიტივებთან ერთად, რასაც საკუთარ თავში ვხედავთ, ჩვენ გადავცემთ შვილებსა და შვილიშვილებს ჩვენს ავადმყოფობებს და მავნე ჩვევებს, მიდრეკილებებსა და დამოკიდებულებებს."



აქედან გამომდინარე, არ შეიძლება გულგრილად მოვეკიდოთ ჩვენს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობას. რადგან, ამგვარად ადამიანი ზიანს აყენებს არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ მომავალ თაობებს, ეს კი ყველაზე დიდი უპასუხისმგებლობაა.

სწორედ ამიტომ, გთხოვთ, გახსოვდეთ საკუთარი თავი და ჯანმრთელობა. მოგებულები ხომ თქვენი შვილიშვილები დარჩებიან!



რედაქციის რჩევა

მე გადავაწყდი პატარა ბავშვის მიერ დაწერილ საოცრად თბილ და ალერსიან თხზულებას ბებიაზე. მისი წაკითხვის შემდეგ სახე გამებადრა, ხოლო თვალებზე ცრემლი მომადგა და მაშინვე გავიქეცი ბებიასთან დასარეკად.



გაუფრთხილდით ახლობლებს და გაათბეთ ისინი სიყვარულით. დაე, გარშემო ყველა ბედნიერი იყოს!

ეთანხმებით მეცნიერების მოსაზრებას? გაგვიზიარეთ თქვენი აზრი. არ დაგავიწყდეთ, გაუზიაროთ მეგობრებს მოცემული ინფორმაცია.