სტრიები, იარები, ნაოჭები - ეს იაფი პროდუქტი აღმოფხვრის ყველა პრობლემას. 100%-იანი შედეგი

სუფთა სახით კაკაოს ზეთი ბევრად უფრო მარგებელია და ამ პროდუქტის გამოყენების სპექტრი საკონდიტრო სფეროს შორს სცილდება!

გახსენით ქილა, ცხვირთან მიიტანეთ, დახუჭეთ თვალები - იწყება საოცრება! ოდნავ მომწარო მეგაშოკოლადის არომატის შესუნთქვა სრულიად წარმოუდგენელი რამ არის. კაკაოს ზეთის მიერ ნაბოძევი ეფექტია განწყობის ამაღლება. ყოველი თქვენი უჯრედი მყუდროების, სიმშვიდისა და კმაყოფილების შეგრძნებით სულდგმულობს.



კაკაოს ზეთს უხსოვარი დროიდან იყენებენ სამკურნალო მიზნებისათვის. ცნობილია, რომ პირველად (ჯერ კიდევ XVII საუკუნის დასაწყისში) მისი გაყენება გვირჩია ესპანელმა ექიმმა ანტონიო კოლმენერო დე ლედესმამ. იმ დღიდან კაკაოს ზეთი ადამიანის სილამაზისა და ჯანმრთელობის სამსახურშია.

კაკაოს სუფთა ზეთმა შეიძლება შეცვალოს თქვენს კოსმეტიკურ მაგიდაზე მყოფი საშუალებების ნახევარი. წარმოიდგინეთ: სახის ფერს ასწორებს, კანის მდგომარეობას აუმჯობესებს, წვრილი ნაოჭების ბადეს აქრობს. ზოგადად ახალგაზრდობის გამახანგძლივებელ სასარგებლო ანტიოქსიდანტებს შეიცავს. ყოვლისმომცველი სარგებლობა სილამაზეს!

საპნივით მყარი და მშრალი ზეთი ხელების სითბოს გამო დნობას იწყებს. არომატული ემულსია თხელი აფსკის სახით ეკრობა შემშრალ კანს და თითქოს აცოცხლებს მას. ეს ბუნებრივი საშუალება შეუცვლელია დამწვრობის, გამონაყარობისა და კანის ბზარების მკურნალობისას. ასეთი ზეთი ეფექტურად ებრძვის სხვადასხვა წარმოშობის კანის გაჭიმვებსა და ნაიარევებს. ცელიულიტსაც კი ამარცხებს იგი.



ყურადღება! იგი იშვიათი საშუალებაა მკერდის კანის დრეკადობის ასამაღლებლად. მეძუძუე დედების საწოვარებთან ნაიარებებსას კურნავს. კაკაოს ზეთით კურნავენ პირის ლორწოვანი ღრუს წყლულებს, ბუასილს, საშვილოსნოს ყელის ეროზიას.

მკრთალი, მშრალი და მყიფე თმების გასაცოცხლად, ქერტლის მოსაშორად და თმის სიმკვრივის ასამაღლებლად საჭიროა შემდეგი: კაკაოს ზეთის რამდენიმე ნაჭერი გაადნეთ, თავის კანში შეიზილეთ, შემორჩენილი მასა კი გადაანაწილეთ თმის მთელ სიგრძეზე. დაიხურეთ გამათბობელი ქუდი (ჩაჩი) და დაჰყავით 30 წუთი. გაიბანეთ თბილი წყლით და მსუბუქი შამპუნით. პროცედურა განახორციელეთ კვირაში 1-2 ჯერ თვის განმავლობაში.



კაკაოს ზეთი არანაკლებ ეფექტურია მისი ორგანიზმში მოხმარების დროს. მას იყენებენ ვარიკოზისა და ათეროსკლეროზის პროფილაქტიკისათვის იმის გამო, რომ შეუძლია სისხლიდან ჭარბი ჰოლესტერინის გამოდევნა. კურნავს კუჭ-ნაწლავის აშლილობას და მარგებელია კუჭის დაავადებების დროს. ის ამაგრებს გულს და იმუნურ სისტემას.

გაციებითი დაავადებების სეზონური ეპიდემიების დროს თერაპევტების რჩევაა ნესტოების შიდა ზედაპირის მოზელვა კაკაოს ზეთით. ზეთის ნაჭერის შეწოვება სასარგებლოა ყელში დისკომფორტისა და ღიტინის დროს. მაგრამ კაკაოს ზეთი ყველაზე გასაკვირ ეფექტს იძლევა სასუნთქი გზების სხვადასხვა დაავადებების მკურნალობის დროს. მას აქვს ერთდროულად ხველების საწინააღმდეგო, მუკოლიტიური და ანტიბაქტერიალური ეფექტი!

ხველების მკურნალობა კაკაოს ზეთით:

რეცეპტი#1:
1 ჭიქა ძროხის ან თხის რძეს დასჭირდება 1 ჩაის კოვზი კაკაოს ზეთი. რძე კარგად შეაცხელეთ, მაგრამ არ აადუღოთ, დაამატეთ ზეთი და აურიეთ. ხველების პირველსავე ნიშნებისას დღეში დალიეთ რამდენიმე ჭიქა ცხელი სასმელი. ეფექტის გასაძლიერებლად (რათქმაუნდა, ალერგიის არარსებობის შემთხვევაში) შეიძლება რძეში 1 კოვზი თაფლის დამატება.



რეცეპტი #2:
ყელში ღიტინისა და ტკივილის ფონზე ხველებისას დღეში 6-7 ჯერ შეიწოვეთ კაკაოს ზეთის მცირე ნაჭერი. ეს დაგეხმარებათ მოიხსნათ ანთება შეამციროთ ხველების შეტევა (იერიში).


ამის წამკითხავი ეგრევე გაიქცევა მაღაზიაში სამკურნალო პროდუქტის შესაძენად. თან რა კარგია, რომ ყოველივე ეს სარგებელი იმავდროულად არომატული და გემრიელია!



გასტრონომიული რჩევა: ნატურალური საოჯახო შოკოლადის დასამზადებლად გაადნეთ კაკაოს ზეთი, დაამატეთ კაკაოს ფხვნილი, საყვარელი თხილი ან ქოქოსის ნათალი და (სურვილის შემთხვევაში) შაქრის პუდრი. მასა ჩაასხით ჭურჭლის ფორმაში. შედგით იგი მაცივარში ნაზავის გასამყარებლად. თამამად შეგიძლიათ დატკბეთ და არ იფიქროთ ჭარბ სიმსუქნეზე.

გაუზიარეთ ეს ინფორმაცია ყველას!