კოჟრებს მარტივად მოიშორებთ ჭინჭრის ფესვების ნაყენით, ბებიის რეცეპტი...

კოჟრებს მარტივად მოიშორებთ ჭინჭრის ფესვების ნაყენით, ბებიის რეცეპტი...
წლების განმავლობაში ფეხები ჩემი ყველაზე სუსტი წერტილი იყო - ხან კორძები მიჩნდებოდა, ხან მიტყავდებოდა... მოკლედ, ნამდვილ აქილევსის ქუსლად მექცა. ჩემი გასაჭირი მეზობელმა გაიგო თუ არა, მაშინვე ბებიამისის რეცეპტი მომირბენინა. წამალი ძალიან მომიხდა და მინდა, თქვენც გასწავლოთ.

  • თუ კორძებმა შეგაწუხათ, აიღეთ 1 კგ ჭინჭრის მშრალი ფესვი, დააქუცმაცეთ, დაასხით 2 ლიტრი მდუღარე წყალი და მის ცხელ ორთქლზე ფეხები ნახევარი საათის განმავლობაში დაიორთქლეთ. ამის შემდეგ გაიკეთეთ ფეხის აბაზანა: დიდი ტაშტი აავსეთ ძალიან თბილი ( და არა ცხელი) წყლით და დაამატეთ 2 ჭიქა ნაყენი. ფეხები მასში დაახლოებით 30 წუთს გააჩერეთ. არ გაიმშრალოთ, ასევე შეიხვიეთ თბილად, ჩაწექით საწოლში, ფეხები კარგად დაითბილეთ და დალიეთ ჭინჭრის ნაყენი.

  • ნაყენი ასე მზადდება:
    აიღეთ 200 გრამი ჭინჭარი, დაასხით 0,5 ლიტრი არაყი ან 70% - იანი სპირტი, თავი მოუკარით დოლბანდით ან ნაჭრით. პირველი დღე - ღამე ფანჯრის რაფაზე გააჩერეთ, დანარჩენი 8 დღე კი გრილ, ბნელ ადგილას. შემდეგ გადაწურეთ და მუქ მინის ჭურჭელში ჩაასხით. მიიღეთ თითო ჩაის კოვზი დღეში სამჯერ, 50 მლ ცივ ანადუღარ წყალთან ერთად. სვით 3 თვის განმავლობაში.

ორთქლის აბაზანის შემდეგ დარჩენილი ნაყენი არ გადაღვაროთ, მეორე დღეს მტკივან ადგილებზე კომპრესები გაიკეთეთ: აიღეთ სქელი პირსახოცი, მისი ნახევარი დაასველეთ ნაყენში, შემოიხვიეთ მტკივან ადგილას, ზევიდან კი თბილი პლედი ან შალი დაიხურეთ. ასე დარჩით დაახლოებით 3 საათს. ამის შემდეგ კომპრესი ფრთხილად მოხსენით, ღამით კვლავ გაიკეთეთ ძალიან თბილი აბაზანა.
ჭინჭარი კარგია სკლეროზის, გულ - სისხლძარღვთა დაავადებების, დაძაბულობის დროსაც. ამ შემთხვევაში უნდა მიიღოთ თითო ჩაის კოვზი ნაყენი - უზმოზე, ჭამამდე 30 წუთით ადრე, და ღამით, ძილის წინ, ვიდრე არ გათავდება. დაინახავთ, რა მხნედ იგრძნობთ თავს - მოგიწესრიგდებათ გულის ფუნქცია, სისხლის შემცველობა, მეხსიერება, დაგიბრუნდებათ მოქნილობა.
სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი
სტატიის წყარო:2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი