საოცარი კანფეტები ფაქტიურად 2 იგრედიენტისგან! ყოველგვარი ქიმისაა და ნაგავის გარეშე.

წარმოგიდგენთ ტკბილეულს, რომელსაც ვერცერთ საკონდიტროში ვერ იპოვით, რადგან ის მომზადებულია საკუთარი ხელით. თუ მას ერთხელ მაინც მოამზადებთ, მაღაზიებისკენ ტკბილეულის შესაძენად აღარასდროს გაიხედავთ.

ინგრედიენტებში ზებუნებრივს ვერაფერს იპოვით: ნებისმიერი მათგანი ყველა დიასახლისის კარადაში მოიძებნება. შედეგი კი საოცრად გემრიელია, ის უბრალოდ დნება პირში. მომზადების პროცესი საკმაოდ სწრაფი და გასართობია, შეგიძლიათ მასში პატარებიც ჩართოთ.

ინგრედიენტები:
  • რძის ფხვნილი - 250 გრ.
  • შაქარი - 300-350 გრ.
  • კარაქი - 100 გრ.
  • წყალი - 100 მლ.ლ.
  • კაკაოს ფხვნილი - 2-3 ს/კ
  • ილი - ერთი მწიკვი


მომზადების წესი:
  1. მოამზადეთ სირფი - სქელძირიან ჭურჭელში შაქარი წყალში გაადნეთ. შედგით ცეცხლზე და წამოადუღეთ, წამოდუღების შემდეგ დაბალ ცეცხლზე ადუღეთ 7-10 წუთით, შესქელებამდე.
  2. გადმოდგით სიროფი ცეცხლიდან, დაუმატეთ ქარაქი, ურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
  3. შეუჩერებლად ურიეთ და პორციებად ჩააყარეთ რძის ფხვნილი, უნდა მიიღოთ ერგვაროვანი მასა გრანულების გარეშე, ამ ეტაპზე დაუმატეთ ილი ან სხვა სუნელები (დარიჩინი ან ვანილი) შედგით მიღებული მასა მაცივარში 30-40 წუთით და გააცივეთ.
  4. გამაგრების შემდეგ გამოიღეთ მაცივრიდან, მიეცით ნებისმიერი ფორმა, ამოავლეთ კაკაოში. ჩაალაგეთ კონტეინერში და დააბრუნეთ მაცივარში, შეგიძლიათ შეინახოთ 5 დღე.



კიდევ ერთ იდეას გთავაზობთ "FPAPARAZZI-ს რედაქცია": გამოაცალკევეთ მასის ნაწილი და დაუმატეთ მას კაკაო. თავად კანფეტები კი ამოავლეთ ქოქოსის ნამცეცებში, ამგვარად თქვენ უკვე ასორტს მიიღებთ. ასევე ძალიან კარგია დათლილი სიმინდის ჩხირების მოყრაც. იმოქმედეთ, ჩართეთ ფანტაზია და გაუზიარეთ შედეგები მეგობრებს.