ჩემმა მკურნალმა ექიმმა წნევის დასაქვეითებლად ამ კოქტეილის დალევა მირჩია

სტაჟიანი ჰიპერტონიკი გახლავართ, წელიწადში ორჯერ, შემოდგომასა და გაზაფხულზე, ვიტარებ სერიოზულ და კვალიფიციურ მკურნალობას, მკურნალობის შემდეგ რამდენიმე ხანს შედეგით კმაყოფილი ვარ, მაგრამ შემდეგ ისევ მაღალი არტერული წნევის დასაქავეითებელი პრეპარატების ინტენსიური მიღება მიწევს. ქრონიკული ჰეპატიტიც მაქვს, ამიტომ ქიმიური პრეპარატების ხანგრძლივ და, მით უფრო, მუდმივ მიღებას ვერიდები. ერთ - ერთი ვიზიტისას მკურნალმა ექიმმა მითხრა, შეგიძლია, მკურნალობის შემდეგ შედეგის გასამყარებლად შინაური საშუალებები იხმაროო და მირჩია, წნევის მომატების საწინააღმდეგო კოქტეილი მეცადა, რომელიც ასე მზადდება:

კოქტეილის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

ინგრედიენტები:
  • 2 ჭ ჭარხლის წვენი
  • 250 გრ თაფლი
  • 1 ცალი ლიმონი
  • 1 ჭ არაყი

მომზადების და მიღების წესი:
ეს ყველა ინგრედიენტი კარგად აურიეთ ერთმანეთში და მინის ქილით შეინახეთ მაცივარში. მიიღეთ 1 სუფრის კოვზი დღეში 3 -ჯერ, ჭამამდე 1 საათით ადრე.
კოქტეილის მიღებიდან 3 საათის შემდეგ აუცილებელია წნევის გაზომვა, რათა კოქტეილმა მაჩვენებელი ნორმაზე დაბლა არ დასწიოს. როცა კოქტეილის მეშვეობით წნევა მართლაც დამირეგულდა, გავთამამდი და ნაცნობ - მეგობრების მიერ ამ ხნის განმავლობაში ნასწავლები სხვა საშუალებებიც ვცადე. მათი წყალობით წნევის წამლებს იშვიათადღა ვსვამ.

ყველა ჰიპერტონიკს ვურჩევ, გამოსცადოს ეს საშუალებები:
  • აიღეთ რამდენიმე კარტოფილი, გაფცქვენით და ისე მოხარშეთ, რომ არ ჩაიშალოს, შემდეგ გადაწურეთ და ყოველდღიურად სვით 1 - 2 ჩაის ჭიქა ნახარში. წნევა 1 კვირაში მოგიწესრიგდებათ.

  • 3 კგ ხახვი გამოწურეთ, წვენში აურიეთ 500 გრ თაფლი და 25 ცალი დაფქული კაკლის უღელი, დაასხით 0,5 ლ არაყი და 10 დღეს გააჩერეთ. მიიღეთ 1 სუფრის კოვზი 2 - 3-ჯერ დღეში.

  • 2 მოზრდილი თავი ნიორი გაარჩიეთ და დაასხით 250 მლ არაყი, გააჩერეთ 12 დღე. მიიღეთ 20 წვეთი დღეში 3 - ჯერ, ჭამამდე 15 წუთით ადრე. მკურნალობის კურსი 3 კვირაა.

  • გახეხეთ 3 თავი ნიორი და 3 ცალი ლიმონი, მოათავსეთ მინის ქილაში, დაასხით 1,25 ლიტრი მდუღარე წყალი, მჭიდროდ დაახურეთ თავსახური და 1 დღე - ღამით დადგით სითბოში. პერიოდულად ურიეთ, შემდეგ გაწურეთ. მიიღეთ 1 სუფრის კოვზი დღეში 2 -3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე.

  • ჭიქაში ჩაყარეთ 1 სუფრის კოვზი სიმინდის ფქვილი და შეავსეთ ცხელი ანადუღარი წყლით, გააჩერეთ მთელი ღამით. დილით ჭიქიდან ფრთხილად გადაწურეთ წყალი, დარჩენილი სითხე კი ბოლომდე დალიეთ.

თუ ერთ - ერთი რეცეპტით 1 - 2 -კვირიან კურსს მაინც ჩაიტარებთ, მერწმუნეთ, წნევის დამწევი წამლები გაცილებით ნაკლები დაგჭირდებათ.