65 წლის ქალბატონს ყავდა 13 შვილი და 7 შვილიშვილი. ბებიის უკანასკნელმა გამოხტომამ საზოგადოება შოკში ჩააგდო!

2005 წელს გაზეთმა დაასახელა ანნეგრეტ პაუნიგი ყველაზე ხანდაზმულ დედად გერმანიაში. 55 წლის ასაკში ქალმა გააჩინა ამ ქვეყნად გოგონა.ამ დროისთვის პენსიონერ ქალბატონს 13 შვილი ჰყავდა.



უფროს თაობას უკვე საკუთარი ოჯახები ჰყავდათ, მათ დედას 7 შვილიშვილი აჩუქეს.

თუმცა 2 წლის წინ ანეგრეტმა კვლავ ჩააგდო საზოგადოება შოკში. საქმე იმაშია რომ 13 შვილი მას არასაკმარისად მოეჩვენა!

დღესდღეობით ქალბატონი იხსენებს რომ, გადაწყვიტა დაფეხმძიმება უმცროსი გოგონას გამო, ის გამუდმებით თხოვდა დედას კიდევ პატარა და ძმებს. ქალბატონმა სერიოზულად დაიწყო ამაზე ფიქრი. იმისათვის რომ ის დაფეხმძიმებულიყო მან მიმართა განაყოფიერებას. გერმანელი ექიმები კატეგორიულ უარს ამბობდნენ ასაკოვან ქალბატონტან მუშაობაზე, ახალი ფეხმძიმობის ხათრით ქალი სხვა ქვეყანაში გაემგზავრა.



ექიმები ცდილობდნენ მის გადარწმუნებას თუმცა იმასაც ამბობდნენ რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მას ყველაფერი წესრიგში ქონდა, საქმე მხოლოდ მის ასაკში იყო. განაყოფიერებისას ძალიან დიდია ტყუპების გაჩენის ალბათობა. ამ შემთხვევაშიც ქალბატონი გამონაკლისი არ აღმოჩნდა, მაგრამ ექიმები გაოცდნენ როდესაც ექოსკოპიაზე დაინახეს რომ ქალი ოთხ ტყუპს ელოდებოდა!



ნათესავები ძალიან ნერვიულობდნენ ქალის ჯანმრთელობაზე და არ დაბადებულის ბავშვებზე. ექიმები აფრთხილებდნენ რომ რისკი ძალიან დიდია ასაკოვან ქალბატონებს შორის. ასევე იზრდება პათოლოგიის რისკი პატარებში.

ყელაფრისდა მიუხედავად ქალბატონი დარწმუნებული იყო რომ მას ყველაფერი კარგად ექნებოდა.



მშობიარობა მან გადაწყვიტა თავის სამშობლოში. 2015 წლის 19 მაისს მან გააჩინა 3 ბიჭი და 1 გოგო. ფეხმძიმობის 26 კვირაზე მას გაუკეთდა საკეისრო კვეთა, რადგამ ექიმები ფიქრობდნენ რომ საშვილოსნო ვერ გაუძლებდა ასეთ ზეწოლას.

პირველი კვირა ახალშობილებმა ინკუბატორში გაატარეს. პატარები ნაადრევად დაიბადნენ, ორ მათგანს ოპერაციაც კი დასჭირდათ.



ნახევარი წლის შემდეგ ექიმებმა განაცხადეს რომ ოთხივე ახალშობილი ისეთი ჯანმრთელები არიან როგორც ნებისმიერი მისი ასაკის პატარა. ამ ქალბატონმა ფეხმძიმობა გადასარევად გადაიტანა და ახლა თავი მიუძღვნა პატარებზე ზრუნვას.



10 წლის ლეილამ შეძლებისდაგვარად ეხმარება დედას პატარა და-ძმის გაზრდაში. დღესდღეობით ტყუპები თავს კარგად გრძნობენ, ანეგრეტი კი ცნობილი გახდა როგორც ყველაზე ხანდაზმული <ოთხი ტყუპის> დედა მსოფლიოში.



ხალხი თვლის რომ ქალმა ბავშვები გააჩინა იმისათვის რომ ცნობილი გამხდარიყო, ზოგი ფიქრობს რომ მისი სურვილი პათოლოგიური ხასიათისაა. მას სხვისი აზრი არ აინტერესებს, ის კარგად უვლის თავის შვილებს და ურჩევს სხვას მიხედონ თავის საქმეებს.

ერთის მხრივ ანეგრეტის შთამომავლები არაფერს უჩივიან, თვითონ ანეგრეტი გადასარევად გრძნობს თავს, მეორეს მხრივ 65 წლის ასაკში განაყოფიერების გაკეთება, როდესაც გყავს უკვე 13 შვილი - ჭეშმარიტად ექსცენტრიული საქციელია. რჩება მხოლოდ იმედი, რომ მისი ბავშვები ყველანი წესრიგში იქნებიან.