საოცრად ეფექტური და უებარი ხალხური რეცეპტები, ტროფიკული წყლულის სამკურნალოდ

საოცრად ეფექტური და უებარი  ხალხური რეცეპტები,   ტროფიკული წყლულის სამკურნალოდ
ტროფიკული წყლულის ეფექტური მკურნალობა კვლავაც აქტუალურ და პრობლემურ საკითხად რჩება. ტროფიკული წყლულის მკურნალობის სირთულისა და უეფექტობის მიზეზი ის არის, რომ ძნელია, აღვადგინოთ ჭრილობაში დარღვეული სისხლის მიმოქცევა, დაზიანებული ქსოვილის კვება. თუმცა არსებობს უძველესი ხალხური საშუალებები, რომლებიც დადებითად მოქმედებენ დაზიანებულ უბნებზე.

ხალხური საშუალებები წყლულის სამკურნალოდ:
  • წვივზე წყლული დროს 1/2 ჩ/კ თავსისხლას დაქუცმაცებულ ბალახს დაასხით 1 ჩ/ჭ ცივი, ანადუღარი წყალი, გააჩერეთ 8 სთ. და გაწურეთ. მიიღეთ თითო - თითო ყლუპი 3 -ჯერ დღეში, ჭამის შემდეგ. იგივე ნაყენი შეგიძლიათ დაიდოთ კომპრესის სახით. მტკივან ადგილზე შეგიძლიათ დაიდოთ თავსისხლას მოხარშული ბალახის ცხელი საფენები. მკურნალობის კურსი - 1თვე.

  • 10 დღის განმავლობაში, ღამით, მტკივან ადგილზე დაიდეთ ღორის დაჭრილი ფილტვის სახვევი. ერთ - ერთ ასეთ სახვევს შეგიძლიათ მოაყაროთ გოგირდი და დაიმაგროთ მტკივან ადგილზე.

  • ჭურჭელში მოათავსეთ მწვანე კაკალი დაასხით ზეითუნის, ან მზესუმზირის ზეთი და დადგით მზეზე 40 დღით. მტკივან ადგილებზე წაისვით მიღებული მალამო, სანამ გეყოფათ.

  • აუცილებლად ჩართეთ რაციონში უხეშად დაფქული ფქვილის პური, შვრიის და წიწიბურას ფაფა, ვაშლი, ფოთოხალი, კარტოფილი, ბარდა, ლობიო, უმი ბოსტნეული. ჭარბი წონა და მოწევა იწვევს ვარიკოზს, მიირთვით მეტი ნიორი, ის აუმჯობესებს სისხლის ხარისხს. დღეში ერთი - ორი კბილი ნივრის მიღება სრულებით საკმარისია.

  • კომპრესის სახით, მტკივან ადგილებზე, დაიდეთ კომბოსტოს დაქუცმაცებული ფოთლის და კვერცხის ცილის ნარევი.

  • ყურადღება მიაქციეთ, რომ ჩ ვიტამინის ყოველდღიური დოზა მინიმუმ 100 მლ-ს შეადგენდეს, მაგრამ ვენების ვარიკოზული გაგანიერების მქონე პაციენტებისთვის განსაკუთრებით საჭიროა E ვიტამინი. ამ ვიტამინის დღიური ნორმა 400 - 800 ერთეულს შეადგენს. ჩ ვიტამინით განსაკუთრებით მდიდარია შემდეგი პროდუქტები (100 გრ წონა ): კობოსტოს მწნილი - 69 გრ, ახალი კომბოსტო - 69 მგ; მწვანე წიწაკა - 100 მგ, ბოლოკი - 136 მგ, გრეიფრუტი - 40 მგ, ოხრახუში - 193მგ, პირშუშხა - 125 მგ, მწვანე ხახვი - 24 მგ, ყველაზე მეტ ვიტამინს შეიცავს გაღვივებული ხორბლის ზეთი, სხვადასხვა ბურღულეული, მწვანილი, მარგარინი, კვერცხი.

სტატიის ავტორი: თ. არევაძე
სტატიის წყარო:ხალხური და საოჯახო მედიცინა