შეწითლებული ქუთუთოების საწინააღმდეგო და თვალების მიმქრალი ელვარების აღსადგენი სასწაულმოქმედი საშუალება

თუ თვალები გტკივათ. ალბათ თქვენ დაიღალეთ, ორგანიზმი განიცდის ვიტამინების უკმარისობას, გაჩნდა რაღაც ინფექცია, დასუსტდა მხედველობა. დასაწყისში სცადეთ, რა თქმა უნდა, ექიმ - სპეციალისტის დახმარებით განსაზღვროთ ტკივილის მიზეზი და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყეთ მკურნალობა.

აი, რამდენიმე რჩევა:
  • თვალის გადაღლილობისა და ანთებითი პროცესისათვის სასარგებლოა თვალებზე დაიდოთ ჩაის ნაყენის ტამპონები, რომლებიც კარგად უნდა გაიკრათ ნაჭრით, 15 - 20 წუთის განმავლობაში.

  • სამუშაო დღის შემდეგ დაქანცული თვალებისათვის კარგი იქნება ჩაის ცივ ნაყენში დასველებული ბამბის ტამპონები.

  • გადაღლილ თვალებს ძალზე შველის, თუ ქუთუთოებს საჩვენებელი და შუა თითით ძლიერ დააწვებით, სანამ ყვითელი წრეები არ წარმოიქმნება; შემდეგ კი ერთბაშად აუშვით თითები, გაიმეორეთ 2 - 3-ჯერ.

  • თუ თვალები გადაგეღალათ, თვალის კაკლები რამდენჯერმე სხვადასხვა მხარეს ატრიალეთ - მარჯვნივ, მარცხნივ, ზემოთ თუ ქვემოთ, მაგარამ თავი არ გაანძრიოთ.

  • თუ მხედველობა გაგიუარესდათ, გახელილი თვალები ცივი წყლით ან მარილით შეზავებული წყლით ამოიბანეთ.

  • თვალის დაღლილობის მოსახსნელად დახატეთ მინაზე წერტილი და მისგან 30 სმ - ის დაშორებით ხან მას უცქირეთ, ხან - რომელიმე შორეულ საგანს.

სასწაულმოქმედი საშუალება შეწითლებული ქუთოთოების და თვალების ელვარების აღსადგენად:

10 გრ ღიღილოს ხმელი ყვავილი ჩაყარეთ 200 გრ მდუღარე წყალში და 2 სთ გააჩერეთ. შემდეგ გაწურეთ. ამ სითხეში დასველებული დოლბანდით თვალებზე საფენები გაიკეთეთ და თავად იხილავთ საკუთარ თვალთა ბრწყინვალებას.