ტრადიციული ბელორუსული კერძი, რომელიც თქვენს სამზარეულოში საპატიო ადგილს დაიკავებს. დიდი ხანია, ასეთი გემრიელი არაფერი გამისინჯავს

არსებოსბს ასეთი შინაარსის ფრაზა "ბელორუსები კარტოფილს ბარავენ და თესავენ ეპიკურად" ეს არის მათთვის შეუცვლელი პროდუქტი, კარტოფილთან ბელორუსებს განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვთ, მათ გამოყავთ ახალ - ახალი ჯიშები, ერთმანეთს უზიარებენ შედეგების ფოტოებს, ხოლო მზარეულები აკვირვებენ მსოფლიოს უახლესი საჭმელებით.

მობრაწულა "დათვი" არის ბელორუსების ერთ ერთი უსაყვარლესი კერძი. იგი არის ძლიან ოჯახური და ნოყიერი. მადისაღმძვრელი კარტოფილი, ხახვი, შებოლილი ძეხვი და არაჟანი. მას დიდი წარმატება აქვს სამშობლოში, გასინჯეთ, დააგემოვნეთ და კმაყოფილი დარჩებით.

ინგრედიენტები:
  • კარტოფილი - 6-7 ც.
  • ხახვი - 2 ც.
  • შებოლილი ძეხვი - 400 გრ.
  • არაჟანი - 2 ს/კ
  • მზესუმზირის ზეთი - 3 ს/კ
  • მარილი - გემოვნებით


მომზადების წესი:
  1. გაარჩიეთ ხახვი და დაჭერით წვრილ კუბებად. გააცხელეთ ტაფაზე 3 ს/კ მზესუმზირის ზეთი. მოშუშეთ წვრილად დაჭრილი ხახვი ოქროსფერი შეფერილობის მიღებამდე.
    ტრადიციული ბელორუსული კერძი, რომელიც თქვენს სამზარეულოში საპატიო ადგილს დაიკავებს. დიდი ხანია, ასეთი გემრიელი არაფერი გამისინჯავს

  2. შებოლილი ძეხვი დაჭერით მოგრძოდ.


  3. გაასუფთავეთ კარტოფილი, გახეხეთ წვრილ სახეხზე და აურიეთ ხახვში.


  4. ბოსტნეულს დაამატეთ შებოლილი ძეხვი. მოაყარეთ მარილი გემოვნებით და აურიეთ.


  5. აიღეთ ცხობისათვის შესაფერისი ფორმა, მოათავსეთ მასში კარტოფილ-ძეხვიანი მასა.


  6. ზემოდან გადაუსვით არაჟანის ერთი ფენა.


  7. აერღუმელი ჩართეთ 180°С და შედგით გამოსაცხობად 40 წუთი.



თქვენ შეგიძლიათ დაამატოთ თქვენი საყვარელი სანელებლები, მოაყაროთ მწვანილი, არაჟანში აურიოთ გახეხილი ყველი, მოკლედ მიეცით ფანტაზიას გასაქანი.
გემრიელად მიირთვით.